მოდელი თამუნა ვაშალომიძე მეუღლესთან – აკა სამხარაძესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.
მოდელს და აკას საერთო შვილი – მაქსიმე ჰყავთ, სოფია კი თამუნას შვილია წინა ურთიერთობიდან.
მაქსიმე დღეს ორი წლის გახდა და ეს დღე ოჯახურად და არა გრანდიოზულად, თუმცა ძალიან ლამაზად აღნიშნეს.
“დღეს დედას კაცი 2 წლის გახდა. ჩემი სიყვარული”, – წერს თამუნა და ვიდეოსა და ფოტოებს ავრცელებს.

