ნოდარ მელაძე ეხმაურება “იმედის” ჟურნალისტის, მარიკა ბაკურაძის, გარშემო განვითარებულ მოვლენებს და წერს, რომ ბაკურაძის მიერ დამოუკიდებლალად ტელეფონის ნომრის მოპოვებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არაფერი ესაქმება:
“მარიკას სიუჟეტი მოგწონთ თუ არა, ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ ტელეფონის ნომრები საიდან გაიგო ჟურნალისტმა, სუსი დაეხმარა ან შსს – ეს არის შეთქმულების თეორიები.
ჟურნალისტური საქმიანობის დროს, ტელეფონის ნომერსაც ვიგებთ, მისამართსაც, მანქანის ნომერსაც, იურიდიულ საცხოვრებლ მისამართსაც და ფაქტობრივსაც. პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არაფერი ესაქმება ამ საქმეში” , – წერ მელაძე.
ცნობისთვის, „იმედის“ ეთერში დღეს გასულ სიუჟეტში, მარიკა ბაკურაძემ ჩამოურეკა იმ მოქალაქეებს, ვინც მისი სხვა სიუჟეტის ქვეშ კრიტიკული კომენტარები დაწერეს და მათ განმარტება მოსთხოვა.
