Monday, December 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მე და ვახო სანაია ახალი გაშორებულები რომ ვიყავით, იყო განცდები” – მარიკა ბაკურაძე პირადზე

November 28, 2022
“მე და ვახო სანაია ახალი გაშორებულები რომ ვიყავით, იყო განცდები” – მარიკა ბაკურაძე პირადზე

“იმედის დღის” წამყვან მარიკა ბაკურაძეს ყოფილი მეუღლე ასევე ცნობილი ტელეჟურნალისტი ვახო სანაიაა. მარიკა და ვახო წლების წინ გაშორდნენ.

როგორც მარიკა “სარკესთან” ამბოსბ, იყო ტკივილიც, იმედგაცრუებაც, ახლა კი ყოფილ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან მეგობრობა აკავშირებს.

გთავაზობთ ინტერვიუს ნაწყვეტს:

მარიკა ბაკურაძე: ვახომ თქვა, ჩემი პირველი და მესამე ცოლები გადასარევად არიან ერთმანეთთანო. მივწერე, დაამატე, რომ მეორესთანაც გადასარევად ვარ-მეთქი. ბევრი წელი გავიდა ჩვენი გაშორების შემდეგ, 8 თუ 9, აღარც მახსოვს ზუსტად და ახლა რა საწინააღმდეგო უნდა მქონდეს მისი ცხოვრების? არანაირი. მით უმეტეს, რომ დედამთილთან არის ჩვენი მთავარი შეკრების ადგილი და ბავშვების გამო მუდმივად ვართ ყველა ერთმანეთთან კონტაქტში.

მე აგრესია არავის მიმართ მაქვს და ვახოს მეორე და მესამე ცოლებიც კარგ ურთიერთობაში არიან ჩემთან, მათთან ერთად ბავშვებიც.

მე და ვახო იმდენად ძველი მეგობრები ვართ, ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ. ჯერ ვიყავით  ჯგუფელები, მერე – უახლოესი მეგობრები, მერე  – შეყვარებულები, მერე – ცოლ-ქმარი და ახლა ვართ გაშორებული ცოლ-ქმარი, რომლებსაც ამხელა შვილები გვყავს.

– გულისწყვეტა არ ახლავს ამ ყველაფერს?

– ყველაფერმა გადაიარა. გულისწყვეტა, განცდები, ემოციები მაშინ არის, როდესაც ახალი გაშორებული ხარ. წლები რომ გავიდა, მივხვდით, რომ სწორად მოვიქეცით, ასეთი ურთიერთობა რომ გავაგრძელეთ. კარგად წარიმართა ბავშვების აღზრდაც და ჩვენი ურთიერთობაც უფრო ჯანსაღია. ამდენი წლის შემდეგ კარგი თუ გაგვახსენდება ძველი დროიდან.

თავიდან, რა თქმა უნდა, იყო გულისწყვეტა და ორივე ვეგუებოდით ცალკ-ცალკე ცხოვრებას. ახლა კი ეს ჩემზე აღარ მოქმედებს. ორივემ ერთად, წყნარად მივიღეთ გაშორების გადაწყვეტილება. ბავშვები პატარები იყვნენ, ვკინკლაობდით, ყველაფერზე ნერვები გვეშლებოდა და მივხვდით, რომ ცალ-ცალკე უფრო მშვიდად ვიქნებოდით ყველა.  ჩემს შვილებს რომ ჰკითხოთ, ყველგან კარგად არიან – ჩემთანაც, ვახოსთანაც და ჩემს დედამთილთანაც.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქარმა მუსიკალური სკოლის სახურავის მხოლოდ ის ნაწილი ახადა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში იყო გაკეთებული”-ხაშურის მერია
  • ლალი მოროშკინამ კულტურის დესპანის წოდება მიიღო
  • კოლუმბიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge