ცნობილი საბჭოთა კინორეჟისორის, სტანისლავ გოროვუხინის ქვრივი ხანძარს ემსხვერპლა. – ინფორმაციას უცხოური მედია secretmag.ru ავრცელებს.
74 წლის გალინა გოროვუხინა მოსკოვის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში, ხანძრის შედეგად გარდაიცვალა.
ხანძარი სახლის სხვენში გაჩნდა და მთელს შენობაში რამდენიმე წუთში გავრცელდა.
მეხანძრეები ცეცხლს ორი საათის განმავლობაში აქრობდნენ, სახლში შესულ მაშველებს კი ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
