ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“ესე იგი, ვიღაც ნაძირლებმა მონასტერი დააყჩარეს, 70 წლის მონაზონი ცემეს და გააუპატიურეს და საპტრიარქოს პრესმდოივანი გამოდის და ამ მაბავს მედიაზე თავდასხმისთვის იყენებს.
მედიის ბრალია ეს რომ მოხდა, რომ გვაკრიტკებენ, ამით ჩვენს დესაკრალიზაციას ახდენენ და ხალხს აღარაფრის ეშინიაო.
მართალია, განცხადებაში სულ სხვა მედიასაშულებები იყო დასახელებული და არა ის, სადაც მე ვმუშაობ, მაგრამ ამას რა მნისვნელობა აქვს, როცა ასეთი უსამრთლო ბრალდება გესმის?
მედია როგორ ახდესნ თქვენს დესაკრალზიაციას, როცა შიგნით სულ დაპირიპირება გაქვთ და ერთმანეთს ჭამთ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთი დეკანოზი ციხეში ზის პატრიარქის მდივნის მკვლელბის მომზადებისთვის და მანამდე ხელისუფლება გვიმტკიცებდა მაღალ სასულიერო იერარქს კლავდაო ანუ პატრიარქსო.
თქვენმა დანიშნულმა ერთ-ერთმა მეუფემ პატრიარქზე ისეთები თქვა და ისეთი ბრალი წაუყენა საჯაროდ, მედიას ცუდ სიზმარშიც რომ არ მოსვლია აზრად.
აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება იმდენად არ გენდობათ, რომ სუსი თქვენს ყველა ნაბიჯს აკონტროლებს, ყველა სასულიერო პირს უთვალთვალებს, მათ პირად ცხოვრებას აკონსპექტებს და მერე ეს ყველაფერი სუსიდან „შემთხვევით“ ჟონავს, თქვენ კი ხმასაც ვერ იღებთ ამის გასაპროტესტებლად.
და კდიევ მედია ახდენს თქვენს დესაკრალზიაციას?!
ჩვენს მედიას უამრავი პრობლემა აქვს და მეც ხშირად ვაკრტიკებ ხოლმე კოლეგებს, მაგრამ დაყაჩაღების მათთვის დაბრალება არ ვიცი რაში წერია. დირესა და ბეწვის ამბავი მაინც გაიხსენეთ, ხოლმე.
ეკლესიის დესაკრლაიზაციას მედია კი არა, მისი წევრები ახდნენ საკუთარი ქცევით”, – წერს მეტრეველი.