მედიის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი მონაზვნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კავკასიის მედიცინის ცენტრი ოფიციალურ კომენტარს პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე არ აკეთებს.როგორც ცნობილია, 74 წლის დედაო მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს. სასულიერო პირს უკვე მეორე დღეა მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში დამატებით გამოკვლევევს უტარებენ.
მამამ სვიმონ სააკაშვილს მეორე დღეა მომხდართან დაკავშირებით შეფასება არ გაუკეთებია, თუმცა თქვა, რომ კომენტარს ქადაგების შემდეგ გააკეთებდა.
შეგახსენებთ, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში 74 წლის მონაზონი სავარაუდოდ, გააუპატიურეს და სასტიკად სცემეს. საზარელი შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა. პოლიციამ 27 და 39 წლის ახალგაზრდები უკვე დააკავა. ისინი ბრალის წარდგენას ელოდებიან. დაკავებულებს არცერთი უფლებადამცველი არ იცავს.
სასტიკად ნაცემი დედაოს გადარჩენას ახლა კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმები ცდილობენ.