უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თერჯოლაში მომხდარ მკვლელობის ფაქტს ეხმაურება:
“კიდევ ერთი საზარელი ფემიციდი. სასტიკი, ყოფილი ცოლის მიმართ. არ პატიობენ ქალებს უარს, წასვლას, ადამიანობას არ პატიობენ. ქაკს რომ ადამიანობა უნდა, საკუთარი ცხოვრების განკარგვა რომ უნდა, მოძალადესთან დაშორება რომ უნდა, ამას არ პატიობენ და კლავენ…
რა ვქნათ? რა ვქნათ და მინიმუმ გავიდეთ გარეთ. აქციები რატო არ არისო? არის, ბატონო, ხვალ, მე მივდივარ და სულ ვივლი, სადამდეც საჭირო იქნება. და როცა სხვა არ დააორგანიზებს, მე თვითონ დავაორგანიზებ თანამოაზრეებთან ერთად და ეგრე…
კაცებო, თქვენც ამოიღეთ ხმა…” – წერს პატარაია
შეგახსენებთ, რომ 37 წლის თამილა ლილუაშვილს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და თვითმხილველების თვალწინ დაწვა.
