თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მცირეწლოვანი პიტბულმა დაგლიჯა. 1 წლამდე ბავშვი ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.
“პეტრიაშვილზე წლის ბავშვი თავისივე სახლში პიტბულმა დაგლიჯა. გადარჩება თუ არა, არ იციან. მამამ ძლივს გამოგლიჯა“ – წერს ფაქტის ერთ-ერთი თვითმხილველი.
ბოლო ინფორმაციით, პატარას ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ცნობისთვის, შემთხვევა 21 ნოემბერს მოხდა.