დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის ეკლესიას ადგილობრივებმა რესტავრაცია ჩაუტარეს, რამაც ტაძრის იერსახე შეცვალა.
დეკანოზის თქმით, ეკლესიაში საჭიროა დემონტაჟი და ხელახალი რესტავრაცია.
“ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის წმინდა იოანე ნათლისმცემის სახელობის ეკლესიას ადგილობრივმა მრევლმა თვითნებურად ჩაუტარა რესტავრაცია, რამაც ისტორიული ტაძრის იერსახე უკიდურესად დაამახინჯა. აუცილებელია თანამედროვე ბლოკის და ცემენტ-ბეტონის ფენების სრული დემონტაჟი და ხელახალი რესტავრაცია”, – წერს დეკანოზი.
ცერონისის მერი ამბობს, რომ ტაძარი დანგრევის პირასაა, მაგრამ ინფორმაციას იმის შესახებ, მართლა ჩაუტარდა თუ არა მოსახლეობამ რესტავრაცია, არ ფლობს. ამის შესახებ ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.
“ტაძარს რესტარვაცია არ ჩატარებია ძეგლი დანგრევის პირასა,თუ ადგილობრივმა მრევლმა თვითონ რაიმე სამშენებლო სამუშაობი თუ ჩაატარა ამაზე ინფორმაცია მე არ მაქვს”, – ამბობს კოკოლაშვილი.