Thursday, April 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხაშურში ბებიის სტუმარი დააყაჩაღეს

November 24, 2022
ხაშურში ბებიის სტუმარი დააყაჩაღეს

ხაშურის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბრალი ბებიის სახლის დაწვის მცდელობაში, ასევე ბებიის სტუმრის ცემასა და მისი ქონების დაუფლებაში ედება ბრალი.

როგორც ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ბაჩანა ქარქუზაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სტუმარს ჯერ სცემეს, შემდეგ წაართვეს ნივთები, ბოლოს კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლის იატაკს ცეცხლი წაუკიდეს.

,,ღამის საათებში, საცხოვრებელ სახლში სტუმრად მყოფის საძინებელ ოთახში, ბრალდებულმა მას პირზე მოუჭირა ხელი, ხოლო სახის არეში დაარტყა მარჯვენა ხელი, რის შემდეგაც სახეზე ბალიში დააფარა. მითითებულ დროს სახლში მივიდნენ ბრალდებულის დეიდა და ბებია. მათ დანახვაზე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.” – განაცხადა პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა.

გარდა ამისა, ქარქუზაშვილის ცნობით, ბრალდებული გაქცევის დროს, თან გაიყოლა სტუმრის კუთვნილი ქურთუკი, მასში არსებული თანხით; ასევ გაიტაცა ხელჩანთა, მასში არსებული პირადი კოსმეტიკური ნივთებით, რამაც გამოიწვია 945 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პროკურორის განმარტებით, ის ღამე ამით არ დამთავრებულა:

,,ბრალდებულმა ნავთობპროდუქტების გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა თავისი ბებიის კუთვნილ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საოჯახო ნივთს, რომელთა ნაწილი დაზიანდა და ნაწილი – განადგურდა. იმავე რიცხვში, ღამის საათებში, ბრალდებული დაბრუნდა ზემოხსენებულ მისამართზე და კვლავ ცეცხლის წაკიდებით დააზიანა – ბინის იატაკი. ბებიას მიადგა 580 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.” – აღნიშნა პროკურორმა.

ბრალდებული 2022 წლის 22 მარტს დააკავეს. პირველი, 2022 წლის 12 სექტემბრის განაჩენით, ბრალდებული გამართლდა ყაჩაღობისა და სხვისი ქონების განადგურების მუხლში, ხოლო ძალადობის მუხლით ხაშურის სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას შემდეგ, პროკურორი ბაჩანა ქარქუზაშვილი ცდილობს ზემდგომ ინსტანციებში ბრალის დამძიმებას, თუმცა მოწმეები არ ეხმარებიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი, როდესაც ჟურნალისტს, ვინც არ უნდა იყოს, ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე” – მდინარაძე
  • ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge