Sunday, June 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყველა იმ არაადამიანმა, არაქალმა მინდა წაიკითხოს და ახლა წაიღეთ, ჟურნალისტებო, ეს პოსტი” – გარდაცვლილი გოგონას დედა

July 3, 2020
“ყველა იმ არაადამიანმა, არაქალმა მინდა წაიკითხოს და ახლა წაიღეთ, ჟურნალისტებო, ეს პოსტი” – გარდაცვლილი გოგონას დედა

ლაგოდეხში ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის სოფი ნიკოლეიშვილის დედა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ნიკოლეიშვილი იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც ექსკურსიაზე მომხდარ ტრაგედიაში ბრალს დაღუპულ არასრულწლოვანს სდებენ:

„ყველა იმ არაადამიანმა, არადედამ, არაქალმა მინდა წაიკითხოს და ახლა წაიღეთ ჟურნალისტებო ეს პოსტი, აქამდეც არ აგიღიათ ნებართვა ჩემგან… სადმე ერთი წლის მანძილზე მიხსენებია ან ავად ან კარგად სკოლა „ალბიონი“, მისი გათახსირებული დირექტორი ან რომელიმე პედაგოგი? მაშინ დადეთ ფაქტი. როგორ ფიქრობთ, არ შემეძლო გადამეწვა გამწარებულ დედას ის შენობა. მივჭროდი სკოლაში ან ოჯახში მასწავლებლებს, მელანძღა და მეწიოკა?! თქვენ ვინ მიგდიხართ, ჩემი წამებით მკვდარი შვილი მოიხსენიოთ აუგად (მასწავლებლებს არ უჯერებდა თურმე) ან ჩემი ცოცხალი შვილი ლანძღოთ. და გებრალებათ „საწყალი“ მასწავლებლები. მე სოფი სახლიდან გამეპარა? მეგობრებთან ერთად გასართობად წავიდა და ეს იმ დროს მოხდა?! რა ქვაზე ფეხი დაუცურდა?! მთელმა კლასმა ბანაობა გადაწყვიტა წასვლამდე! ჩემმაც მითხრა, ასე ვაპირებთო. მე არ ვიცოდი, რა საშიშროების შემცველ მარშრუტზე მიდიოდნენ, მაგრამ მასწავლებელი ასე ჰაიჰარად გეგმავს ექსკურსიას? ან ის ბებერი მძორი დირექტორი მხოლოდ ხელს აწერს ნებართვას? არ არკვევს, რამდენად მისაღები ადგილია მოზარდებისთვის? და დამრიგებელმა, რომელმაც იცოდა, მარტო ჩემი კი არა, სხვებიც შევიდოდნენ წყალში და ასეც მოხდა, რა სინდისით დარჩა ავტობუსში და გაუშვა 18 ბავშვი მის გარეშე. ვის დავაკისრო პასუხისმგებლობა?!

შვილი მომიკვდა დაუდევრობით, არაადამიანებო, თქვენ წარმოიდგენთ მაინც თქვენი შვილების სიკვდილს? უი, ვერა? წარმოდგენაც გზარავთ და მე და სოფი იოლად მიგვაბარეთ წარსულს? რატომ? ჩემი ანგელოზი შვილი თქვენს შვილებზე ნაკლებ ლამაზი იყო, ტანადი თუ ჭკვიანი?! და თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილზე, სასტიკად რომ არ გინდათ ეს ადგილი? ვის ადანაშაულებთ მხეცებო. სოფის? რომელსაც თქვენნაირი ნაგავი ადამიანები, მიუხედავად თქვენი სიმყრალისა, უყვარდა უპირობოდ. სოფის ვასიკო მასწავლებელიც უყვარდა და დამრიგებელი ლალიც.

სოფის სულს ვამძიმებთ ოჯახი სამართლის პოვნით? თუ სოფი ელოდება სამართალს. შვილი მკვდარი მე წამოვიყვანე და ყველა ცოცხალია ერთი წელია. ისე მიდის ცხოვრება „ალბიონში“, გეგონება წიწილა მოკვდა. ამ ნაგავმა სკოლამ თავის გვერდზე ერთი აბზაციც არ დაუთმო მწუხარების გამოხატვას. ამ სკოლაში მაისის ბოლოს ზეიმები ჩატარდა. გლოვაც დაამადლეს ჩემს ღიმილას… და თქვენ, არაადამიანებო, ხმა ჩაიწყვიტეთ, როცა ჩემს ოჯახს ახსენებთ. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ტრაგედიას, ხოლო თქვენ, როცა ასე მოგიკლავენ შვილებს, დაინდეთ ნებისმიერი პასუხისმგებელი პირი და იყავით ჰუმანურები!“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის რომელ მონაკვეთზე აიკრძალება გადაადგილება აგვისტოს ბოლომდე? – დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს
  • ათონის მთაზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
  • უბედური შემთხვევა ხონში – ტაძარში ფრესკის ხატვისას მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge