Wednesday, April 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩხუბი მოუვიდათ, დაჰკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა” – როგორ აღმოჩნდა მაიმუნი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბუფეტში

November 21, 2022
“ჩხუბი მოუვიდათ, დაჰკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა” – როგორ აღმოჩნდა მაიმუნი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბუფეტში

თბილისის ზოოპარკი განცხადებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ცნობილი ხდება ზოოპარკიდან რამდენიმე დღის წინ მაიმუნი გაიქცა, რომელიც მალევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბუფეტში იპოვნეს.

“ალბათ ბევრმა გაიგეთ და ფოტოებიც ნახეთ, ორიოდ დღის წინ ჩვენი ბერბერული მაკაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბუფეტში რომ წაბრძანდა საუზმეზე. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ტელევიზიაში ყველას გაუხარდა დილის მოულოდნელი სტუმრის დანახვა და ჯოხებითა და ქვებით არავინ გამოჰკიდებია. პირიქით, ბანანზეც კი დაუპატიჟებიათ…

ახლა, რაც მოხდა, იმაზე.
ჩვენი ბერბერული მაკაკების ვოლიერში მამათა და შვილთა ბრძოლის კლასიკური სცენა გათამაშდა. ახალი თაობა მოიზარდა და მოყოყლოჩინდა, ძველი თაობა ჯერ კიდევ ყოჩაღობს და პოზიციებს არ თმობს. არ ვიცით, მდედრების ნიადაგზე მოხდა შეტაკება (გაგანია გამრავლების პერიოდი აქვთ ახლა), თუ ეზო-კარის განაწილებაზე, მაგრამ იმ დილით ეს ყმაწვილი და ზრდასრული, კუნთმაგარი მამრი წაკინკლავდნენ. არა, წაკინკლავდნენ რბილად ნათქვამია, იჩხუბეს და კარგა გემრიელი მუშტი-კრივი გამართეს. ჩხუბში უფროსმა იმარჯვა და დაჩაგრულმა უმცროსმა რა ქნა? დაჰკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა. საერთოდ, მაკაკების სახლიდან გაქცევა არაა ადვილი საქმე. ვოლიერი მათი სახეობისთვის შესაბამისი სტანდარტით არის შემოსაზღვრული – წყლიანი თხრილი, ელექტროღობეები, ბარიერის სიმაღლე – ყველაფერი იმგვარადაა მოწყობილი, რომ მაკაკამ სივრცის დატოვება ვერ მოახერხოს, მაგრამ როგორც სხვა ქვეყნების ზოოპარკების გამოცდილებაც გვიჩვენებს, ხანდახან, შიშის, ან სტრესის პირობებში, ცხოველს მისთვის უჩვეულო ქცევების გამოვლენა შეუძლია. ჰო, ლოგიკური კითხვა იბადება აქ: ხომ შეიძლება, ლომმაც გამოავლინოს უჩვეულო ქცევა? დიახ, შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით სახიფათო ცხოველების შემთხვევაში ვოლიერის კონსტრუქციის სტანდარტებიც განსაკუთრებით და მეტიც – უკიდურესად მკაცრია. გაქცეული ვაჟბატონი მალევე მშვიდობით მოვაბრუნეთ უკან და ახლა მეტოქეებისგან განცალკევებით გვყავს მოთავსებული.

სამომავლოდ რას ვაპირებთ? ამჟამად ახალ ზოოპარკში ძალიან კარგ, ლამაზ, კეთილმოწყობილ, საინტერესო ვოლიერს ვაშენებთ ბერბერული მაკაკებისთვის და დასრულებისთანავე ყველას, დიდიან-პატარიანად, ახალ სახლში გადავაბარგებთ. იქ გაცილებით დიდი სივრცე (დაახლოებით 1000 კვ.მ) დახვდებათ, ტერიტორიასაც ადვილად გაინაწილებენ და თაობათა ბრძოლაც წარსულს ჩაბარდება” – წერს თბილისის ზოოპარკის ოფიციალური “ფეისბუკ” გვერდი

"ჩხუბი მოუვიდათ, დაჰკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა" - როგორ აღმოჩნდა მაიმუნი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბუფეტში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ასეთ პირობებში აგრძელებს პროტესტს დარეჯან ცხვიტარია. ირღვევა მისი უფლება, არ უბრუნებენ წართმეულ ნივთებს” – აქტივისტი თეონა ჭალიძე
  • “ვიდეოს ვერ ვწერ – ლაპარაკის დროს ძალიან ვიღლები. მინდა მივმართო ჯანდაცვის სამინისტროს: არსებობს წამალი, რომელიც დაეხმარება და სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს პატარებს” – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე დიმა ვარდუაშვილი
  • არსებული ინფორმაციით, თემურ ქეცბაია თბილისის “დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge