თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მცირეწლოვანი პიტბულმა დაგლიჯა. 1 წლამდე ბავშვი ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.
„პეტრიაშვილზე წლის ბავშვი თავისივე სახლში პიტბულმა დაგლიჯა. გადარჩება თუ არა, არ იციან. მამამ ძლივს გამოგლიჯა“ – წერს ფაქტის ერთ-ერთი თვითმხილველი.