Wednesday, December 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ზოგი მწერს, – შვილო, თმა შეიჭერი, ადამიანს დაემსგავსეო“- გაიცანით, “პრაიმ ჰაუსის” ახალი მონაწილე, თამაზა

November 17, 2022
“ზოგი მწერს, – შვილო, თმა შეიჭერი, ადამიანს დაემსგავსეო“- გაიცანით, “პრაიმ ჰაუსის” ახალი მონაწილე, თამაზა

“პრაიმ ჰაუს“ ახალი მონაწილები დაემატნენ – ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი და ცნობილი, თამაზაა. გამორჩეული იმიჯით და მხიარული ვიდეოებით.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თამაზა პროექტში შესვლის შემდეგ შოკშია.

მისივე თქმით, სიმშვიდის საშუალება არ აქვს, რადგან “პროექტში მუდმივად დაპირისპირებაა.”

ის ერთ-ერთ ინტერვიში საუბრობს თუ როგორ გახდა პოპულალური:

“პირველი ვიდეო მეგობრის სახლში (მუხიანში) გადავიღეთ. მეგობარს ვეჩხუბებოდი, – პოპულარობა არ მინდა-მეთქი… მეორე დღეს იმ ვიდეოს “ტიკტოკზე” 300 ათასი “ნახვა” ჰქონდა. ქუჩაში, 10 ადამიანიდან 4-5 უკვე მცნობდა. მიკვირდა, ჩემი დანახვისას უცნობი ადამიანები რატომ იღიმოდნენ……შემდეგ მეგობარმა ჩემი რამდენიმე ვიდეო სოციალურ ქსელში კიდევ ატვირთა. ხალხი დადებით კომენტარებს მიწერდა, მაგრამ ვიღაცები ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ, ჩემს ვიდეოს იქ აქვეყნებდნენ და მლანძღავდნენ. ასეთმა ფაქტებმა უკან დამხია. ვიფიქრე, თუ ვიღაცამ მაგინა, პოპულარობა რად მინდა-მეთქი?! მეგობარს ვთხოვე, ჩემი ვიდეოები აღარ “დადო”, თან, შემოსავალიც არ მოაქვს, ხალხი იკრიჭება, მე რა ხეირი მაქვს-მეთქი?! 3-4 თვის განმავლობაში ვიდეოები აღარ გადაგვიღია…

როგორც კი გავაქტიურდი, უცებ ჩემი გვერდი 10 ათასმა ადამიანმა გამოიწერა. მაკამ შემომთავაზა – არ გინდა, “ფეისბუკის” გვერდიც “მოხოდოო”? მართლაც გავაკეთე ჩემი გვერდი – “თამაზას სამყარო”. აი, ეს ყოფილა ცხოვრება: 1 თვეში 30 ათასი გამომწერი მყავს… თავდაპირველად, ცუდ კომენტარებს როცა მიწერდნენ, ძალიან ვნერვიულობდი და მათ ავტორებს “ვბლოკავდი”. დაახლოებით 800 კაცი “დავბლოკე”. შემდეგ, უამრავი შეტყობინება რომ მომდიოდა, წაკითხვას თავს ვეღარ ვართმევდი. თან, ვინც ცუდ კომენტარს მიწერდა, მერე კი პირადად გამიცნობდა, ბოდიშს მიხდიდა ხოლმე – შენ შესახებ სხვაგვარი წარმოდგენა მქონდაო. ჰოდა, ბოლოს რვაასივეს “ბლოკი” მოვხსენი: თუ უნდათ, ცუდი კომენტარები დაწერონ. პირადად მე ნეგატიურად აღარავის ვუპასუხებ. არც მქონია შემთხვევა, რომ რეალურად ვინმე მოსულიყო და შეურაცხყოფა მოეყენებინა. შეიძლება, ვიღაცამ მითხრას, – შვილო, რას დაეთრევი, რას ჰგავხარ, პატრონი არ გყავსო?!.”

კითხვაზე თუ რა არ მოსწონს საზოგადოებას, ის ასე პასუხბს,

ჩემი გრძელი თმა. ამას წინათ ავტობუსში ერთმა ქალმა მითხრა, – სოციალურ ქსელში რაც შენ გამოჩნდი, ბავშვებისთვის თმა ვერ შეგვიჭრია, პატარები გვეუბნებიან, – თამაზას გრძელი თმა რომ აქვს, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდესო (იცინის)?!. ზოგი მწერს, – შვილო, თმა შეიჭერი, ადამიანს დაემსგავსეო.

მას ისიც ჰკითხეს მოკლე ვარცხნილობა თუ ჰქონია რაზეც პასუხობს,

“კი, მაგრამ ბავშვობიდან სულ მინდოდა, რომ გრძელი თმა მქონოდა. მე ხომ წარმოშობით სოფლიდან ვარ, არა? ვერ ვიტყვი, მშობლები რამეს გვიკრძალავდნენ-მეთქი, პირიქით – მე და ჩემს ძმას თავისუფლად, დიდი სიყვარულით გვზრდიდნენ. უბრალოდ, მამას არ მოსწონდა, რომ ბიჭს გრძელი თმა ჰქონდა. მშობლებს დიდ პატივს ვცემდი. მამისთვის რატომ უნდა მეწყენინებინა?.. როცა გავიზარდე, კი ვუთხარი, – მა, მინდა, გრძელი თმა მქონდეს-მეთქი. ცხადია, წინააღმდეგობა არ გაუწევია… თბილისში რომ ჩამოვედი, “გასვეცკება” მომინდა (იცინის). თან, მიყვარს, როცა ვიღაცისგან განვსხვავდები: მაგალითად, საყიდლებზე რომ მივდივარ, შეიძლება, რომელიმე სამოსი მაგრად მომეწონოს, მაგრამ ვიფიქრო – ამას ბევრი იყიდის, მოდი, სხვა რამეს ავიღებ, რასაც ჩემ გარდა, არავინ შეიძენს-მეთქი, და შინ მოვათრევ სტაფილოსფერ ქურთუკს, შარვალს…”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 16 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში – განახლებული პროგნოზი
  • გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge