თი მაჭავარიანის საქმრო, დავით გაფრინდაშვილი, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. გაფრინდაშვილმა გააზიარა სტატია, რომელშიც თი მაჭავარიანსა და მას, სავარაუდოდ, ცუდად მოიხსენიებდნენ. როგორც დავით გაფრინდაშვილი ამბობს, თის და მის სამ შვილს სიცოცხლის ფასად დაიცავს.
“მიხარია რომ ასე გაინტერესებთ ჩვენი ცხოვრება,აუცილებლად ყველაფერს გაგიზიარებთ რასაც საჭიროდ ჩავთვლით მაგრამ გახსოვდეთ კადრს მიღმა ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ჩვენივე თავმოყვარეობით და კარგად დაფიქრდით სანამ მაგ თქვენი ბინძური თითებით ათას საზიზღრობას დაგვიწერთ უსაქმურობის ჟამს, აუცილებლად ყველას მოგაკითხავთ შეძლებისდაგვარად და არ აგერიოთ ერთმანეთში აზრის დაფიქსირება და შეურაცხყოფის მიყენება , დიახაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს ჩემს გვერდით მყოფი ქალბატონი თავისივე ულამაზესი და უკეთილესი 3 შვილით და პირობას ვდებ სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს მათ სახელს ყველგან დავიცავ. მადლობა კეთილი სურვილებისთვის “- წერს თი მაჭავარიანის საქმრო, დავით გაფრინდაშვილი, სოციალურ ქსელში.