თი მაჭავარიანის საქმრო დავით გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში დაწერილი ნეგატიური კომენტარების ავტორებს მიმართავს და პოსტს აქვეყნებს:
„მიხარია, რომ ასე გაინტერესებთ ჩვენი ცხოვრება, აუცილებლად ყველაფერს გაგიზიარებთ, რასაც საჭიროდ ჩავთვლით, მაგრამ გახსოვდეთ, კადრს მიღმა ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ჩვენივე თავმოყვარეობით. კარგად დაფიქრდით, სანამ მაგ თქვენი ბინძური თითებით ათას საზიზღრობას დაგვიწერთ უსაქმურობის ჟამს, აუცილებლად ყველას მოგაკითხავთ შეძლებისდაგვარად და არ აგერიოთ ერთმანეთში აზრის დაფიქსირება და შეურაცხყოფის მიყენება, დიახაც, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს ჩემს გვერდით მყოფი ქალბატონი თავისივე ულამაზესი და უკეთილესი 3 შვილით და პირობას ვდებ, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, მათ სახელს ყველგან დავიცავ. მადლობა კეთილი სურვილებისთვის“ – წერს გაფრინდაშვილი
