ადრე ქართველი, დღეს კი რუსი ჟურნალისტი თინა კანდელაკი ამტკიცებს, რომ მას საქართველოს მესამე პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი ავიწროებდა. ამის შესახებ მან Youtube არხზე – “ნაზი რედაქტორის” შოუში – “დაქალები” ისაუბრა.
«მე მაქვს კლასიკური ისტორია, ნუ პირდაპირ კლასიკის კლასიკა, როდესაც სააკაშვილი ჩემს შევიწროებას ცდილობა. უკვე მოზრდილ ასაკში ყველაფერი ჩხუბამდე მივიდა. მე არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი ხასიათია ან ტემპერამენტი, მაგრამ მე მას ვუთხარი: “დამტოვე ჩემს ადგილზე, წყეულიმც იყავ!”, – განაცხადა კანდელაკმა.
მისი სიტყვებით, მაშინ მოხდა “საშინელი სკანდალი”: «მე წლები არ მიშვებდნენ საქართველოში და ასე შემდეგ. სააკაშვილი ამით ცდილობდა მე “შევევიწროვებინე”, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. მეჩვენება, რომ თვითონ შეეშინდა.”