ეპისკოპისი, რომელიც 254 000 ლარიანი ჯიპით დადის კომეტარს ავრცელებს.
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი აცხადებს, რომ 2022 წლის ტოიოტა ლენდკრუიზერი, რომლის ღირებულება 254 ათასი ლარია, მრევლმა აჩუქა.
მეუფე ავტომანქანით ამ ეტაპზე არ გადაადგილდება. ძვირადღირებული მანქანა ქვიშხეთის რეზიდენციაში ჰყავს გაჩერებული.
“ვიღაცისთვის ფუფუნების საგანია, მაგრამ ჩემთვის არ არის… ყინვაში მივდიოდი გზაში დავრჩი, დღესასწაული იყო გზაში დავრჩიოო… მრევლმა გადაწყვიტა, რომ ქართული საქმისთვის გზაში არ დავრჩე და ამ მანქანით საქმეს ვემსახურო.”, – თქვა ეპისკოპოსმა