Wednesday, December 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

”გამგებლის დედა ვარ და ამას კი არ უნდა ვამბობდე” – რას აცხადებენ გრიგოლ კოსტავას ოჯახში

November 15, 2022
”გამგებლის დედა ვარ და ამას კი არ უნდა ვამბობდე” – რას აცხადებენ გრიგოლ კოსტავას ოჯახში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მერის წარმომადგენელი გრიგოლ კოსტავა დააკავეს.დაკავებულს ბრალად ქრთამის აღება ედება.

ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოსტავამ, რომელიც ამ თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს, მოქალაქეს 10 კბ.მეტრი სამერქნე მასალის ადგილწარმოშობის ყალბი საბუთის სანაცვლოდ ხუთასი ლარი გამოართვა.

კოსტავას ოჯახში ამბობენ, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ. დაკავების ფაქტი მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო და ქრთამის აღებასთან დაკავშირებული ბრალდება წარმოუდგენელი.

რაც ჩემს შვილს ბრალდება წაუყენეს, ის თანხა ჩვენთან არ მოსულა, ჩვენ სამი პატარა ბავშვი გვყავს, მოდით, ნახეთ, ავად არიან, სიცხე აქვთ, ჯერ ღუმელიც არ დაგვიდგამს. ამას კი არ უნდა ვამბობდე, გამგებლის დედა ვარ, მაგრამ არ იყო ეს პიროვნება ფულზე დახარბებული, ის იყო ხალხისთვის, იბრძოდა ხალხისთვის და ამის გამო სოფელში უყვარდათ. არაფერი ვიცი, რა მოხდა, სახლში უნდა მოსულიყო, ბავშვები ექიმთან უნდა წაგვეყვანა, რომ არ მოვიდა და ტელეფონიც გამორთული ჰქონდა, მერიაში ჩავედი და რომ ვერ ვნახე, სახლში დავბრუნდი. მერე გავიგე გრიგოლი დააკავესო” – ამბობს კოსტავას დედა, რიმა ზურაბიანი.

აღნიშნული ფაქტით გაკვირვებულები არიან სოფელ მერიის გამგეობაში. კოსტავას საკუთარი თანამშრომლები დადებით და პასუხისმგებლიან ადამიანად ახასიათებენ და მომხდარის შეფასება უჭირთ.

”კეთილშობილი პიროვნება, ყველასთვის რაღაცის გაკეთებას ცდილობდა, დახმარებას ცდილობდა, სამი პატარა შვილი ჰყავს, ღამით არ მიძინია ნერვიულობისგან” – ოზურგეთის მერის წარმომადგენლის თანაშემწე ნანული ხურციძე.
რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე აღმასრულებელ ორგანოში კომენტარისგან თავი შეიკავეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო

 

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წერეთელზე ქვეით ქალს მანქანა დაეჯახა
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტიზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკვეს
  • “ნებისმიერი სანქცია აზიანებს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს” – დიმიტრი პესკოვი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge