Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როცა 17 წლის გამათხოვეს, მეუღლის სახლში ყველაფერი დავამტვრიე… დედამთილი მიყურებდა და ხმას არ იღებდა”

November 15, 2022
“როცა 17 წლის გამათხოვეს, მეუღლის სახლში ყველაფერი დავამტვრიე… დედამთილი მიყურებდა და ხმას არ იღებდა”

მწერალი, გურამ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში “გოგოების საკითხავ” ინფორმაციას ავრცელებს და ნაადრევი ქორწინების შესახებ წერს.

“გოგოების საკითხავი.
როცა მშობლებმა 17 წლისა გამათხოვეს, თავს ვუთხარი, ასე არ უნდა ბავშვის დაჩაგვრა, მაგრად დადექი ოლია-მეთქი და ქორწილის მეორე დღესვე ვთქვი ბაზარში მე წავალ, კერძსაც მე გავაკეთებ და სახლსაც მე დავალაგებ-მეთქი.

მყავდა, აცხონოს ღმერთმა, მაგრამ ცოტა თავისებური იყო, ამას დანახვისთანავე მივხვდი. გამომყვა ბაზარში, ვაჭრობას გასწავლიო.
შევედით თუ არა ბაზარში, რა ფასიც დამიფასეს, ყველაფერზე შეუვაჭრებლად დავეთანხმე. არც წონას ვამოწმებ და არც ხარისხს. წუხს დედამთილი, მარა არ იღებს ხმას, ერიდება და რამდენი დააპირებს საუბარში ჩარევას, იმდენი ვაჩუმებ.
გამოვედით ბაზრიდან, დავიჭირე ტაქსი და რაც მითხრა ფასი მივეცი წინასწარ, არ მინდა ხურდა, დაიტოვე-მეთქი. წუხს დედამთილი, მარა არ იღებს ხმას, მამაჩემის ნაჩუქარ ფულს ვხარჯავ და რა უნდა მითხრას?
მივედით სახლში. ვატყობ, აუწია წნევამ. წამოვწვები პატარა ხანიო. წამოწექი დედიკო-მეთქი და დავიწყე სადილის კეთება. დავიწყე, მარა რა დავიწყე. ისმის ჭახა-ჭუხი. დავამტვრიე რასაც ხელი მოვკიდე. ვბოდიშობ, მარა არ ვეშვები. რას მეტყვიან? მეორე დღეა. სამზარეულო დავამსგავსე ნაომარ ადგილს. კერძია ისეთი მარილიანი და უგემური, ძაღლი არ ჭამს. ვიძახი, ჩემი საუკეთესო ნახელავია, დავუძახოთ სტუმრებს-მეთქი.
არაო, არ გვინდაო, ასავსავებენ ხელებს. ჩვენ ვჭამოთ, ძაან მოეწონებათ და შემოგვეჩვევიანო. მწყინს ვითომ და ვიბუტები, მარა აღარ ვიღებ ხმას.
დავიწყე სახლის დალაგება. გადმოვქექე ყველა უჯრა და ზარდახშა. რაც კი მზითვად შენახული ჰქონდათ, ესენი გავაჩუქოთ მათხოვრებზე, ახალს ვიყიდით-მეთქი. ახლა კი ამოიდგა დედამთილმა ხმა. მოისვენე შვილო, ახლა ისეთ დღეში ხარ, შენი ბევრი მოძრაობა არ შეიძლება და წამოწექიო.
წამოვწექი და წამოვწექი. მას მერე გავაჩინე 2 შვილი და არც ბაზარში გავუგზავნივარ ვინმეს, არც კერძი გამიკეთებია, სახლსაც ამრევი ალაგებდა, ვისწავლე კიდეც და სიბერემდე ვიმუშავე სააავადმყოფოში ექთნად.
ქალმა სახლში წესრიგი მისვლის მეორე დღესვე უნდა დაამყაროს!”, – წერს გურამ მეგრელიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროპაში, შილაკი და TPO-ს შემცველი გელები აიკრძალა – მიზეზი ცნობილია
  • როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში საქართველოში – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, სტუდენტი, მეგი დიასამიძე დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge