გორელი ოჯახი 15 წლის მოზარდის თურქეთიდან საქართველოში გადმოსვენებას კლინიკაში არსებული დავალიანების გამო ვერ ახერხებს.
ოჯახის ახლობლების განცხადებით, მოზარდი თურქეთის კლინიკა Medistate Hospital-ში 14 ოქტომბერს რეანიმაციულ განყოფილებაში ლეიკემიის დიაგნოზით დააწვინეს. მას ჩაუტარდა მკურნალობის კურსი, კერძოდ, იყო მიერთებული ჰემოფილტრაციის აპარატზე, იმყოფებოდა იზოლირებულ პალატაში და მიმაგრებული ჰყავდა პირადი ექთანი.
საბოლოოდ, ზემოთ ნახსენები მომსახურების გამო ოჯახს კლინიკაში 44 000 დოლარი დაუგროვდა.
მათივე თქმით, იქამდე, ვიდრე კლინიკას თანხას არ ჩაურიცხავენ, მოზარდის საქართველოში გადმოსვენება ვერ მოხერხდება. უსახსრობის გამო ოჯახს თანხის გადახდა არ შეუძლია, ამიტომ ისინი საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.
“უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აქვს ოჯახს, არ ატანენ მიცვალებულს საავადმყოფოდან. უმორჩილესად გთხოვთ დავეხმაროთ გამწარებულ დედას, თუნდაც მცირედით. მეგობრებო როგორც არასდროს, გვჭირდება თქვენი დახმარება, საავადმყოფოს დავალიანებაში ვართ -44 000$. თუ არ დავფარეთ, არ გვატანენ ბავშვს ესაა ჩვენი მწარე რეალობა”, – ამბობს ია ცარულაშვილი.
დახმარების მსურველებმა თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე:
GE05BG0000000533946920;
GE17TB7175545061100047.