ირინა სარიშვილი facebook-პოსტით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერნეტ-სივრცეში გუშინ გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა.
„როგორ უნდა ფეხებზე გეკიდოს საკუთარი ქვეყანა, გძულდეს შენი მონაწილეობის გარეშე წარმატებული ადამიანები, რომ შენი დაბინძურებული სკამის გადასარჩენად ფოტოში შეეტენო ახალგაზრდას და ამით მის მიმართ მისი ხალხის სიყვარული დარტყმის ქვეშ დააყენო?!
Irakli Garibashvili არარაობა ხარ!
კვარა ყოველთვის კვარად დარჩება! ❤ “ , – წერს სარიშვილი.