ჟურნალისტი, მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს სიტუაციაზე, რომელსაც ერთ-ერთ მაღაზიაში შეესწრო.
“ექიმისგან გამოსული შევედი მარკეტში წამალი და ლიზას ზარი: ” რამე წამომიღე.” აფთიაქიდან გადავედი მზა საჭმელი სადაც იყიდება იმ განყოფილებაში. უცებ გვერდიდან მესმის: ” ნეტა ლი უ ვას პარასიონკა, ჟარენავვა?
გამყიდველი ყურზე იდებს ხელს და: არ მესმის რუსული ეუბნება?
ამან ორჯერ გაუკეთო: პარასიონკა, პარასიონკა და უცებ მესმის ღრუტუნის ხმა: ” ხრუმ, ხრუმ, ხრუმმ” ანუ ჩვენებურად ღრუტ- ღრუტ- ღრუტ..
ვახ რა სცენა იყო.
ხველამაც გადამიარა, სინუსიტმაც, თავიც აღარ მტკიოდა, ჰაიმოროტმაც , ბრონქიტმაც .და მინდოდა ტაში შემომეცხო. ბრავოო”, – წერს მანჯგალაძე.