Thursday, August 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ილია მეორე ეპისკოპოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს

November 9, 2022
“ეს იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც” – პატრიარქის ქადაგება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ΙΙ სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

“მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, პაფოს მიტროპოლიტ გიორგის, ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსის ტახტის მოსაყდრეს, კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით კვიპროსის ეკლესიის სისავსეს ვუსამძიმრებთ მისი უნეტარესობის, ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II-ის გარდაცვალებას, რაც დიდი დანაკლისია მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის; მან დიდი და რთული გზა განვლო და წლების მანძილზე გაწეული შრომისათვის ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა; ამიტომაც არ დაივიწყებენ მას.

ქართველი ერიც ვერ დაივიწყებს მის სიკეთეს კვიპროსში XII ს-ის ქართული სავანის, ღალიის მონასტრის, აღდგენასთან დაკავშირებულს და ასევე სხვა სამონასტრო კომპლექსის ასაშენებლად უსასყიდლოდ ტერიტორიის გამოყოფის ფაქტს. ვერ დაივიწყებს იმ მამობრივ მზრუნველობასაც, რაც კარგა ხანია ხორციელდება კვიპროსში მცხოვრები საქართველოს ეკლესიის სულიერი შვილების მიმართ.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უნეტარესობის, ქრიზოსტომოს II – ის უკვდავი სულისთვის, რათა უფალმა სავანე მართალთა დაუმკვიდროს მას, ხოლო კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავრებს, სხვა სასულიერო პირებსა და საერთოდ კვიპროსის მოსახლეობას მიმადლოს მშვიდობა”, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • ავარია გარდაბანში – დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი
  • “ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი” – მეტეოროლოგის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge