სოციალური ქსელის მომხმარებელი, დავით მიროტაძე, თავისი შვილის სკოლის შესახებ წერს, სადაც გათბობას არ რთავენ.
“ქოცობის შედევრი – ჩემი ბავშვის სკოლაში გათბობას არ რთავენ.
სიცივის გამო გაკვეთილების ხანგრძლივობა შეამცირეს 40-დან 30 წუთამდე.
კითხვაზე, რატომ არ რთავენ გათბობას, პასუხი: დირექტორს ხელი აქვს მოტეხილი და ხელს ვერ აწერს.
– ვის შევჩივლო რუსთაველი მკვდარია!..”, – წერს დავით მიროტაძე.