Wednesday, August 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვერ გეტყვით, რატომ დავისაჯე,ნაწყენია ჩემზე“ – რატომ დაუპირსიპირდა წულუკიანი ქეთი დოლიძეს?

November 7, 2022
“ვერ გეტყვით, რატომ დავისაჯე,ნაწყენია ჩემზე“ – რატომ დაუპირსიპირდა წულუკიანი ქეთი დოლიძეს?

არ შეიძლება, რომ სახელოვნებო სფეროში ყველგან მტრებს ეძებდე, – ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ფესტივალ “საჩუქარის“ დაფინანსების დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი BMG-სთან ამბობს, რომ წელს კულტურის სამინისტრომ დაფინანსება მკვეთრად შეუმცირა, რის გამოც მნიშვნელოვანი პროექტების გაუქმება მოუწიათ.

მისივე ინფორმაციით, მაშინ როცა წინა წლებში ფესტივალის დაფინანსება 800 000 ლარამდე იყო, წელს სამინისტრომ მას 230 000 ლარი გამოუყო.

“კულტურის სამინისტროსგან დაპირება იყო სულ სხვა და იმ დაპირებიდან ნახევრის ნახევარიც არ მივიღეთ. ღმერთმა აპატიოს მათ, ვინც ეს გააკეთა. ეს ფესტივალი თავისი ისტორიით, დამსახურებით და მსოფლიო აღიარებით იმსახურებს, რომ გათვალისწინებული იყოს ქვეყნის ბიუჯეტში. აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტში კი არ ვართ გათვალისწინებული, არამედ გავთანაბრდით სხვა უამრავ ფესტივალთან, მათ შორის დამწყებებთან და კიდევ აქეთ დამამადლეს, რა გინდათო, ხომ ყველაზე მეტი მოგეცითო.

ვერ გეტყვით, რატომ დავისაჯე. დაპირება იყო, რომ ისეთი ბიუჯეტი გვექნება, ჩვენ ავიღებთ ხელფასს მთელი წელი და ა.შ. რეალობა კი ის არის, რომ ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ, თუმცა არაფერს ვიღებთ. ეს დასჯას ჰგავს. ამიტომ მე ჩემი გუნდის სახელით, ვალდებული ვარ, ეს გულისტკივილი გამოვთქვა. რა დააშავა ამ ფესტივალმა?! ან პირადად მე რა დავაშავე?!“, – აცხადებს რეჟისორი.

როგორც ის ამბობს, სამინისტროს მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიზეზი მისთვის უცნობია. დოლიძის თქმითვე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კულტურის მინისტრი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან მტრულ დამოკიდებულებაშია.

„კულტურის მინისტრი, ალბათ, ნაწყენია ჩემზე. ჩვენ კარგი ურთიერთობის გარდა, არ გვქონია არაფერი. მე ხმა ამოვიღე მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოულოდნელად გატეხილ, ცარიელ ვარცლთან აღმოვჩნდი. არ მიმაჩნია, რომ უნდა გავჩუმდე. არ შეიძლება, ყველასთან იყო დაპირისპირებული. არ შეიძლება, რომ სახელოვნებო სფეროში ყველგან მტრებს ეძებდე. ეს ასე ჩანს. ყველა მტერი როგორ არის?!“, – ამბობს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის გაზაფხულზე კულტურის სამინისტრომ საერთაშორისო ფესტივალები და მასტერკლასები კონკურსის საფუძველზე დააფინანსა. ჟიურიმ 10 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა და მათ დასაფინანსებლად 500 000 ლარი გამოყო. გამარჯვებულთა შორის იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, რომელიც წელს 230 000 ლარით დაფინანსდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
  • “თორნიკე ხშირად ამბობდა, რომ უნდა წასულიყო თანმდებობიდან… ბევრჯერ უთქვამს, რომ ვერ იყო ისეთი შემართებით, როგორიც აქამდე” – რას აცხადებს ალექსი ახვლედიანი, ვისი იარაღიდანაც რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა
  • არის თუ არა საგარეჯოში ნაპოვნი წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილი? – რას აცხადებს ადვოკატი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge