“ბიძინა ივანიშვილს დილას, შუადღეს და საღამოს მადლობა უნდა ვუხადოთ” – ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში საუბრობს.
“მე ვფიქრობ, რომ სანქციები კი არ უნდა დავუწესოთ ბიძინა ივანიშვილს, დილას, საღამოს და შუადღეს, ყოველდღე მადლობა უნდა ვუხადოთ იმიტომ რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენს ქვეყანაში სიმშვდის გარანტი. სიმშვიდის გარანტი, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა ვერ აიტანს ომს კიდევ , ოკუპირებას კიდევ, რაღაცა არეულობას, ქაოსს და აშ. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და თუ საჭირო გახდა პირდაპირ გეტყვით ბევრი რომ არ ვილაპარაკო, არ დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს თორემ მთელი ქვეყანა გამოვა მის დასაცავად. იმიტომ რომ ეს ორმაგი სტანდარტები, მათი მხრიდან მიდგომები, ის რომ უკრაინაში ვიღაცებს რაღაცების უფლება აქვთ და ახლა ომში იმყოფბეა და… იქ ყველაფრის ურლება აქვთ ოლიგარქებს და აქ კაცი,რომელიც ამდენი წელია, მათ შორის ნაციონალების, შევარდნაძის დროიდან და კიდევ უფრო ადრე, ხალხს გვერდში უდგას, ამდენ ქველმოქმედებას ახორციელებს, – ამბობს ხაჩიძე.