Tuesday, August 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რამდენიც არ უნდა ირტყა გულზე მჯიღი და პაპა ეძახო მეფე ერეკლეს, ამით ის პაპაშენი ვერ გახდება“ – ტორესა მოსი

November 7, 2022
“რამდენიც არ უნდა ირტყა გულზე მჯიღი და პაპა ეძახო მეფე ერეკლეს, ამით ის პაპაშენი ვერ გახდება“ – ტორესა მოსი

“ვერ გავკადნიერდები ისე, რომ ერეკლეს პაპა ვუწოდო”  ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი, ტორესა მოსი, წერს და ერეკლე მეფის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

“მე ვერ გავკადნიერდები ისე, რომ ერეკლეს პაპა ვუწოდო. მეფე ერეკლე მეორესთვის კი უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო:
1. განათლება – საკუთარი სასახლის ეზოში გახსნა სემინარია, რომელშიც დღემდე ფუნქციონირებს სკოლა და ეგ სკოლა მაქვს დამთავრებული. ცოტა არ იყოს ჰოგვორტსივით სკოლა მაქვს დამთავრებული და მომწონს ეგ ამბავი.
2. სამშობლოს დაცვა – აბა ომი გინდათო? ასეთი რამე არ დასცდენია. ბოლომდე იომა საკუთარი ქვეყნის დასაცავად. სიამოვნებით ვნახავდი რა დღეში ჩააგდებდა ქოცებს რომ ეკითხათ აბა ომი გინდათო? ვინ მართლა რამე იცით ისტორიაზე, მარტივად წარმოიდგენთ რას მოიმოქმედებდა მას რომ უკრაინის ზომის და საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე საერთო ინტერესების მქონე მოკავშირე ჰყოლოდა.

3. ევროპა – არაერთი დოკუმენტით დასტურდება, რომ ცდილობდა კავშირის გაბმას ევროპულ ქვეყნებთან. შემორჩენილია მისი წერილები. რუსეთი მაშინ, როდესაც ერეკლე მეორე დაუკავშირდა, იყო ევროპული იმპერია და ირანსა და ოსმალეთს შორის მოქცეული საქართველოსთვის, რომელიც ამავდროულად ხშირად ხდებოდა ჩრდილოკავკასიელების თავდასხმის ობიექტი, რუსეთი იყო შემოვლითი, მაგრამ ფანჯარა ევროპულ ცივილიზაციასთან კავშირის განსაახლებლად და უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად (რომ გადაგვაგდეს სხვა თემაა).
4. ერეკლეს სასახლეს თუ ეწვევით, ნახავთ ოთახს, სადაც დაიბადა და გარდაიცვალა. აუცილებლად მოგიყვებიან როგორ უარყო დაჭრილმა ექიმის რჩევა შეეჭამა ბულიონი მარხვაში, რადგან მიაჩნდა რომ თავად უნდა ყოფილიყო საკუთარი ხალხის მაგალითი.
5. თუ რამე გესმის ადამიანს იმ ეპოქის, ერეკლეს მოტივაციის და მისი ქცევის ლოგიკის, მიხვდებით, რომ ამ სიტუაციაში უქმად არ იჯდებოდა, გააკეთებდა ყველაფერს, რომ მტრის სისუსტით ესარგებლა, დაამყარებდა ახალ კავშირებს, იქნებოდა ჰიპერაქტიური და მუდმივ კავშირში უკრაინის ხელისუფლებასთან, შეეცდებოდა შექმნილი მდგომარეობა ევროპასთან და ნატოსთან კავშირის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის გამოეყენებინა.
6. არავითარ შემთხვევაში არ დააყენებდა თავის პირად ინტერესებს ქვეყნის და ხალხის ინტერესებზე მაღლა. თუ საჭირო იქნებოდა, ძალაუფლებასაც შეიზღუდავდა, შიდა ოპონენტებსაც შეურიგდებოდა და ყველაფერს გააკეთებდა, რომ ეს ყველაფერი უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების მისაღებად გამოეყენებინა.
7. როდესაც დაუდგა დილემა აერჩია უსაფრთხოების მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გარანტიები საკუთარი ქვეყნისთვის, მან გრძელვადიანი გარანტია აირჩია. აღა მაჰმად ხანის თავდასხმა დიდწილად სწორედ ამით იყო გამოწვეული, რომ ერეკლემ მასთან იმ წუთიერ არგაღიზიანების და დათმობის პოლიტიკას, გრძელვადიანი გარანტიების მიღება და ევროპულ ცივილიზაციასთან კავშირის გაჭრა ამჯობინა.
მოკლედ, რამდენიც არ უნდა ირტყა გულზე მჯიღი და პაპა ეძახო მეფე ერეკლეს, ამით ის პაპაშენი ვერ გახდება“, – წერს ტორესა მოსი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 6 საკვაები, რომელიც უნდა მივირთვათ ზაფხულის სიცხის დროს? – გიორგი ღოღობერიძის რჩევები
  • თბილისის ნაწილს შუქი მთელი დღით გაეთიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge