“გუშინ 6 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევით დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ბელა მცხვეთაძე.
არაჩვეულებრივი ადამიანი, ძლიერი დედა, ერთგული მებრძოლი და სამშობლოზე შეყვარებული მანდილოსანი იყო.
უფალმა გაანათლოს მისი მებრძოლი სული ამინ.” – ჯგუფი “არმია”
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია დატრიალდა კასპის რაიონში. სოფელ აღაიანთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მებრძოლი ქალი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეეჯახა. გარდაცვლილი ბელა მცხვეთაძეა, რომელიც სოფელ სამთავისში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, მას ერთი შვილი დარჩა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ფოტო: “არმია”
ფოტო: არმია
