ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლესი ინფორმაცია.
„ყველა გულშემატკივარი ელის ინფორმაციას ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც ბერგამოში გასვლითი მატჩი წელის მწვავე ტკივილის გამო გამოტოვა. „ატალანტასთან“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, გუნდი ნეაპოლში დაბრუნდა და „ემპოლისთან“ საკუთარ მოედანზე ჩასატარებელი მატჩისთვის მომზადება დაიწყო. ვინც „ატალანტას“ წინააღმდეგ სრულად ითამაშა, შედარებით მსუბუქად დაიტვირთნენ, დანარჩენებმა სრულად ივარჯიშეს, ხვიჩა კვარაცხელიას და რაჰმანის კი თერაპიის კურსი ჩაუტარდათ“ – წერია „ნაპოლის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს მე-14 ტურის მატჩს სამშაბათს, „სტადიო მარადონაზე“ „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს. გამოცემა იმედოვნებს, რომ კვარაცხელია მოედანზე იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ ელიფ ელმასმა „ატალანტასთან“ კარგი მატჩი ჩაატარა, ნეაპოლელი გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ „ქართველი მარგალიტი“ გამოჯანმრთელებას მოასწრებს და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილ შეხვედრებში თამაშს მოახერხებს“.