ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის “ნაპოლის” ერთ-ერთ თამაშს სოციალურ ქსელში ეხმაურება წერს, რომ თუ ვინმეს უნდა “ვინმესტი” იყოს შეუძლიათ, “ხვიჩისტი” გახდნენ.
“თუ ორგანიზმი გთხოვთ, რომ აუცილებლად ვინმესტი იყოთ, გახდით ხვიჩისტი! ხვიჩისტები დღეს ვიკრიბებით 17:00 საათზე, სასუოლოს თავხედური გამოწვევის დასაგმობად!! შემოგვიერთდით!
….რათ გინდათ ნებისმიერი პოლიტიკოსის ბრმა მიმდევრობა (თუმცა, შეიძლება დარწმუნებული ხართ, რომ ბრმა კი არა სრულიად თვალნათელია და გიკვირთ სხვისი სიბრმავე- ესაა სწორედ ჩვენი ტვინის თავისებური ფოკუსები!)- აგერ გავერთიანდეთ ფეხბურთის ირგვლივ!!”, – დაწერა გადელიამ.