“გაიზარდოს მინიმალური ხელფასი” – ამ მოთხოვნით ორგანიზაცია “პროგრესის ცენტრმა” მშრალ ხიდზე აქცია-პერფორმანსი გამართა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა თავიდან განისაზღვროს და გაიზარდოს მინიმალური ხელფასი საქართველოში.
აქციის მონაწილეებმა ხიდზე სიმბოლურად გადმოფინეს ბანერი სახელწოდებით – “ევროპა არის ღირსეული ხელფასი”.