“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დეკემბრის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილი „ტვ ფორმულას“ დააყადაღებს და ჩააბნელებს.
გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“კეზერაშვილის დაფუძნებულ ტვ.”ფორმულა”-ზე, ერთი კი არა, რამდენიმე ჩემი მეგობარი მუშაობს, ვერავინ უარყოფს იმას, რომ პროფესიონალი ჟურნალისტები მუშაობენ ამ არხზე და არც მაინტერესებს წარსულში , გამოკვეთილად რომელ მხარეს იდგნენ, მათ უმრავლესობას, ჩემგან განსხვავებით თვალით არ უნახავს არც კეზერაშვილი და ზუსტად ვიცი, არც არასოდეს მიუღიათ დავალება რა უნდა თქვან, სად და როდის. ასევე დარწმუნებული ვარ, ჩემგან განსხვავებით , არც პრეტენზიები აქვთ მასთან მასზე, რაზეც შესაძლოა მე მქონდეს და მაქვს კიდევაც , მაგრამ ახლა სხვა რამ მინდა ვთქვა : დეკემბრის დასაწყისში, უდიდესი ალბათობით ივანიშვილი ტვ.ფორმულას დააყადაღებს და გამორთავს, 23 ნოემბრის რევოლუციამდე მე და კეზერა ერთად ვიბრძოდით, მან ძალიან კარგად იცის რა მარტივად , როგორ და დროის რამდენად მოკლე მონაკვეთში შეიძლება გადაარჩინოს არხიცა და ქვეყნის ევროპული მომავალიც … მას აქვს ყველა რესურსი იმისათვის, 20 ნოემბრამდე პერიოდი გამოიყენოს და 23 ნოემბრისთვის თუ ვერ მოესწრება, დეკემბრის დასაწყისში ისეთი პროცესები იყოს, სასამართლომ ვერ გამოიტანოს ვერდიქტი ტვ.ფორმულას ჩაბნელების ….
პ.ს. კეზერ, არ მაინტერესებს გუშინ რა იყო, მაინტერესებს ხვალ რა იქნება, როგორი იქნება, სად იქნება, ვისთან ერთად იქნება …. შენც გეძლევა შანსი , შენი ისტორიის დაწერის , რომ მიშას სიცოცხლისა და ქვეყნის მომავლის გადარჩენაში, დავით კეზერაშვილმა დიდი როლი ითამაშა და გაგრძელებას უკვე მიშა დაწერს ან მემუარებში ან ძალის გამოღვიძების შემდეგ ტომებში და მიშას აქაური ნახევარმილიონიანი ჯარი ბეჭედს დავსვამთ“, – წერს მეგი გოცირიძე.