„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა ანზორ მელია„პრაიმტაიმთან“ინტერვიუში აცხადებს, რომ ის რაც ნიკა მელიას აქვს ყველაფერი მისი დამსახურებაა, ხოლო ოპოზიციაში პოლიტიკოსთა უმრავლესობა მოსყიდულია. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი მელიას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს, რადგან ის სიმართლის მხარეს დგას.
კითხვას თუ რატომ ფიქრობს ის, რომ ოპოზიციაში ბევრი პოლიტიკოსი მოსყიდულია, ანზორ მელიამ შემდეგი პასუხი გასცა:
“ნიკას ებრძვიან, ნიკას რაც აქვს, ყველაფერი ჩემით აქვს. მისი შეძენილი მე არაფერი მინახავს, გარდა ბავშვისა და ცოლისა. ნიკას ლანძღავენ უკანასკნელი სიტყვებით, რომ ივანიშვილის კაცია და ა.შ. რა ივანიშვილის კაცია? კაცი სიმართლეს ამბობს და ამის გამო ებრძვიან. ნიკა ძლიერი და სუფთაა, ის ერთგულია მიშა სააკაშვილის და ეს არ აწყობთ.
ერთს გეტყვით, თაკო ჩარკვიანის მამასთან თითქმის ნახევარ საუკუნოვანი მეგობრობა მაკავშირებდა, თაკო ჩემს თვალწინ გაიზარდა. შეიძლება, ამ ქალმა საკუთარი მამის მეგობარზე, საკუთარი მამის ოჯახის მეგობრის შვილზე ასეთი სიტყვებით ილაპარაკოს? ხომ იცის, რომ ნიკას ერთი კაპიკი არსად არა აქვს გაკეთებული.” – განაცხადა ანზორ მელიამ
