Sunday, December 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„არ მინდა გვაჩერებდნენ, გვიღებდნენ და კითხვებს გვისვამდნენ“ – 26 წლის დარიას პირველი ინტერვიუ მისი ფოტოს გავრცელების შემდეგ

November 2, 2022
„არ მინდა გვაჩერებდნენ, გვიღებდნენ და კითხვებს გვისვამდნენ“ – 26 წლის დარიას პირველი ინტერვიუ მისი ფოტოს გავრცელების შემდეგ

31 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ მელიქიშვილის გამზირზე გადაღებული ფოტო გავრცელდა. ფოტოზე ასახული იყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ერთ მხარზე „გლოვოს“ ჩანთა ჰქონდა მოკიდებული, ხოლო მეორე ხელში ბავშვი ჰყავდა აყვანილი.

ფოტოს ავტორმა, ალექს სირაძემ მხოლოდ იმის გარკვევა მოახერხა, რომ ქალი შვილთან ერთად მუშაობდა.

ეს ინფორმაცია ფეისბუკის მომხმარებლებმა მალევე აიტაცეს და ცდილობენ გაარკვიონ, მისი ვინაობა.

„პრაიმტაიმი“ დღის გმირ დარიას ესაუბრა. ახალგაზრდა ქალს თბილისის ქუჩებში მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ხშირად შეხვდებით. სულ რამდენიმე დღეა, რაც „გლოვოში“ დაიწყო მუშაობა და ამის გამო, ძეგვიდან თბილისში სიარული ყოველ დღე უწევთ.

როგორც დარიამ ჩვენთან პირად საუბარში აღნიშნა, მუდმივი საცხოვრებელი არ აქვთ და მათი ყველაზე დიდი დისკომფორტიც სწორედ ესაა.

დარია ნუცუბიძე: გაჩერებაზე გადავდიოდი, მეჩქარებოდა და კითხვებზე ვერ ვუპასუხე. მეჩქარებოდა. არ ვთვლი, რომ სტრესული სამსახურია, მწერენ, მირეკავენ, რომ ჩემი აქედან წამოყვანა და სხვა სამსახურების შემოთავაზება სურთ. არ მინდა გვაჩერებდნენ, გვიღებდნენ და კითხვებს გვისვამდნენ.

– ხალხს როგორი რეაქცია აქვს თქვენს დანახვაზე?

– იმ დღეს ერთ-ერთ შეკვეთაზე რომ მივედით, ქალი დაგვხვდა ბავშვით. ჩვენი ნახვის შემდეგ ემოციებში იყო: – ვაიმე, ღმერთო, ეს რა ვნახეო, – ასეთ რაღაცებს იძახდა. დაინახა, რომ მთელი ოჯახი, 4 წევრი ერთად მივედით. ვფიქრობთ, რომ ყველაზე მეტად ამ ადამიანის ემოცია იყო ის, რისი გაზიარებაც მინდა. მსურს ადამიანებმა სხვანაირად შეხედონ ყველაფერს.

არ მინდა იფიქრონ, რომ რამე სტრესულს ვაკეთებთ. მერე რა, რომ უსახლკაროები ვართ. რეალურად, დახმარება მართლა გვჭირდება. თუ ვინმეს უნდა ამის გაკეთება, თუ თვლიან, რომ მართლაც ვწვალობთ ჩვენ, გაგვიხარდება, თუ ღამის გასათევი გვექნება. მხოლოდ ამის მიღება შეგვიძლია. დანარჩენი რჩევები, რომ იქ წადი, უფრო კარგად იქნები, ამ ეტაპზე სხვაგან წასვლას არ ვაპირებთ, არ გვჭირდება.

– სად ცხოვრობთ ახლა, ორ მცირეწლოვანთან ერთად?

– მცხეთაში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ვცხოვრობთ. მათ კეთილი ნება გამოიჩინეს… დროებით სივრცე გამოგვიყვეს. იქიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივართ ხოლმე, როდესაც გადატვირთულია, ე.წ ავტოსტოპით ვახერხებთ ჩამოსვლას.

რადგან ახლა სიცივეებია და ბავშვებით ვდგავართ და ბევრი ვართ, ყველა არ გვიჩერებს და შეიძლება, ცოტა ხანს დაგვაგვიანდეს ხოლმე.

– როგორ მოხვდით „გლოვოში“?

– ვაკანსია ვნახეთ, შევავსე და იმ დღესვე, კვირას მივედი. ასევე მაქვს სხვა სამსახური, სადაც შემიძლია ადამიანებს ტექნიკის, ავეჯის, სამშენებლო-სარემონტო მასალის, თეთრეულის, ოქროული ფასდაკლებებით შეძენაში დავეხმარო, მათ შორის, ბინებისაც.

რადგან დაგვჭირდა დახმარება, მერიასაც მივმართეთ. იციან, რომ ოჯახი ერთად დავდივართ. ყველაფერზე საუბარი არ მინდა, გეტყვით, რომ ადრე დალაგებებზე დავდიოდი, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ვახერხებ.

– თქვენი უფროსი შვილი სკოლის ასაკისაა…

– დიახ, სკოლაში დადის. მიწევს ხოლმე სხვადასხვა ადგილას დატოვება, შემდეგ გავლა და წამოყვანა. შეიძლება, ამ დროს მასთან ერთადაც გვნახონ. იმ დროსაც, როცა ფოტო გადამიღეს, უკან ჩემი მეუღლე და მეორე შვილი იყვნენ. მინდა, რომ ადამიანებმა ეს ყველაფერი დადებითაც შეაფასონ.

 

წყარო “პრაიმტაიმი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები – მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტს
  • ბათუმში, მიუსაფარი ძაღლი კორპუსიდან, სავარაუდოდ, გადმოაგდეს
  • ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge