ფსიქოლოგ, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ რელიგიას სწორედ ის ადამიანი აკნინებს, ვინც ჰალოვინს ვინც ებრძვის.
“ჰალოვინს ვინც ებრძვის, სწორედ ის აკნინებს კიდეც და აზრზეც არაა რელიგიის და რელიგიური დღესასწაულების არსის. ჰალოვინი წარმართული ჭიაკოკონობის და ბერიკაობის კარნავალური ვერსიაა, თამაში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რწმენებთან, ბავშვების გასართობი მასკარადია. ბავშვები მხიარულად უტევენ თავიანთ ირაციონალურ, ბუღდაჯანების შიშებს საშიში ჩაცმულობით. აფრთხობენ ბუებს და კუდიანებს, რომლებიც “სიბნელეში ლოგინის ქვეშ ცხოვრობენ” და ბავშვებს აშინებენ. გასართობი მასკარადის და შობის და აღდგომის დღესასწაულების ერთ რიგში დაყენება, შედარებითი დახასიათება და შემდეგ ჰალოვინის დაგმობა უბრალოდ კარიკატურულ რელიგიურ წარმოდგენებზე მეტყველებს და არა ვინმეს “უფლის სამსახურში” ყოფნაზე.
რიოს კარნავალიც დავგმოთ კიდევ. არადა როგორ გვჭირდება კოლექტიურად აღმგზნები ენერგიის სამხიარულოდ მობილიზება და დადებით გრძნობებად განმუხტვა. თუკი ერთად ვიკრიბებით ქუჩებში, ძირითადად ბრაზი გვკრებს. ხუმრობაც გავურიოთ ამდენ მრისხანებაში, დიდი ამბავი” – წერს ფანჯიკიძე