მსახიობმა ჟანრი ლოლაშვილმა „იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიო ლიდერების საქციელები, არანაირ ფსიქოლოგიურ გაგებაში არ მოიაზრება.
„ამის გამო შესაძლოა ვიღაცამ ტყვია მესროლოს შუბლში, მაგრამ მაინც ვიტყვი. ადამიანი ადამიანს აღარ ჰგავს, რაღაც სხვა მოვლენაა. ამ ქვეყნის პოპულარობა ვთქვათ: გენიალური მწერლები, მუსიკოსები, ფილოსოფოსები. ძალიან სერიოზული სახელები. უცებ სხვანაირი დღის წესრიგი და სხვანაირი აზროვნება. ვიღაცის დაჩაგვრა აუცილებელი ჟანგბადი გახდა. ასევე ხელის ქნევა და სხვისკენ თითის გაშვერა. სასაცილო ხდება, იმიტომ რომ არცერთ ლოგიკაში არ ჯდება. მსოფლიო ლიდერების საქციელები, არანაირ ფსიქოლოგიურ გაგებაში არ მოიაზრება” – აცხადებს ჟანრი ლოლაშვილი
