ქართველმა ავტომრბოლელებმა მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა მონაწილეობა ავტო სლალომის სახეობაში მიიღეს და მესამე ადგილზე გავიდნენ. – აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ირინა ონაშვილმა პოსტი განათავსა:
“სიგიჟეა ის რაც ვქენი… და ეს ყველაფერი Mevlud Meladze ამ კაცის დამსახურებაა. მადლობა ნდობისთვის. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვებისთვის, აგაფორიაქეთ, გპირდებით მეტჯერ აღარ ვიზამ.
ქალებო გზა ხსნილია, ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში.
პ.ს. ის ქუსლიანი ფეხსაცმლის სტიკერი აღარ მიაკრათ მანქანას გთხოვთ” – წერს ონაშვილი
