ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში ეხმაურება ცოტა ხნის წინ, გურჯაანში მომხდარ მოსწავლეზე ძალადობის ფაქტს და წერს.
“SOS2
გახსოვთ, ალბათ, გურჯაანის მეორე საშუალო სკოლაში, ბავშვი ჯერ კინაღამ დაახრჩო თანატოლმა მავთულით, შემდეგ, ბავშვის თქმით, მას მასწავლებელმა სახეში დაარტყა.
გაინტერესებთ, როგორ აპირებს განათლების სახელმწიფო ამ მასწავლებლის “უსასტიკესად დასჯას”? – გიამბობთ.
ჯერ საქმის დეტალები:
მასწავლებელი უარჰოფდა ცემას, მაგრამ ამბობდა, ბავშვი აღგზნებული იყოო. რატომღაც ახლა შეშინებული ბავშვი, რომელიც სკოლის ეზოში, სადაც ყველაზე უსაფრთხოდ უნდა ყოფილიყო და კინაღამ მოკლეს და აღგზნებული და განერვიულებულიც არ უნდა ყოფილიყო, თურმე.
მასწავლებელი იმასაც ამტკიცებდა ერთ არხთან, ბავშვს ლაპარაკი უჭირდაო და ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყო, ჩვეულებრივ განაგრძო გაკვეთილი და 7 წლის ბავშვი აიძულა მერხთან დამჯდარიყო, არ მოეთხოვა დედა, არ მოეთხოვა ექიმი!
მასწავლებელი იმასაც ვერ მიხვდა, რომ მის წინააღმდეგ მოქმედებს ფრაზა – ბავშვს პალარაკი უჭირდაო. წარმოგიდგენიათ, როგორია მისი ჰუმანურობის და განათლების დონე ერთდორულად, რომ ხედავს 7 წლის ბავშვს დაზიანებებით კისერზე, შეშინებულს, ცუდად მყოფს, რომელსაც ლაპარაკიც უჭირს და არც სასწრაფოს იძახებს, არც მშობელს, არც ფსიქოლოგს და კი, მე მჯერა ბავშვის, რომ გაარტყეს, მჯერა, ჯერ ერთი იმიტომ რომ რაში სჭირდება ამის მოტყუება და მეორე – დირექტორს როცა სთხოვეს კომენტარი, სცემა თუ არა მასწავლებელმა ბავშვი, მან თქვა – სკამზე დასვაო. რას ნიშნავს დასვა, ვერ ჯდებოდა? არ ჯდებოდა? უძალიანდებოდა? სიკვდილს გადარჩენილს არ სურდა გაკვეთილი ჩვეულებრივ გაეგრძელებია? ტიროდა? ეშინოდა? დედას ითხოვდა? და მასავლებელმა დაწყნარების ნაცვლად, დაშინებით გააჩუმა? არ იყო ასე? თუ ასე არ იყო, დედის განცხადება რატომ არ იტვირთებოდა სპეციალურ საიტზე, თუ ასე არ იყო, მთელი 20 დღე, სანამ ეს ამბავი გახმაურდებოდა, რატომ არ განიხილავდა სკოლა ამ შემთხვევას?
მასწავლებელმა თავის გასამართლებლად 7 წლის ბავშვების პირადი მონაცემი გამოიტანა საჯაროდ და კიდევ ერთხელ გთხოვთ, წარმოიდგინოთ, როგორი დაბალია განათლების სისტემაში, რომ მასწავლებელმა ისიც კი არ იცის, რომ მოსწავლის პირადი მონაცემი არ უნდა გასცეს! და თან ეს მაშინ, როცა მთელი 20 დღე ჰქონდა მოსამზადებლად.
მთელი ეს დრო, დირექტორი იყო ჩუმად, რესუსრცენტრი, სადაც ასევე მიდიოდა მშობელი, იყო ჩუმად.
მას შემდეგ, რაც ამბავი გავრცელდა და ჟურნალისტები ჩაერთვნენ, რესუსრცენტრმა ერთგან თქვა, მეო, უკან მივაბრუნე სკოლაში მშობლის განცხადებაო, მშობელი მივიდა, რეაგირება არ აქვს სკოლასო და ამან უკან მიაბრუნა. ურესურსო რესურსცენტრი რად მინდა? მეო, რაღაცა ფოტო ვნახეო, სადაც დაზიანება ჩანდაო, მაგრამ ბავშვი არ მინახავსო და დაუშალა ვინმემ? მიიყვანა ფსიქოლოგი და კარი არ გაუღეს? მივიდა სკოლაში? – არაო, მე უბრალოდ სკოლასთან გადავამისამართე საჩივარიო.
ეს იგივეა, შსს–ში რომ მივიდე, მცემეს–თქო და უკან გადამამისამართონ, ჯერ ის, ვინც გცემა, განიხილავს და თუ გადაგწყვეტს, რომ მართლა გცემა და ამას დაწერს, მე მერე ჩავერთვებიო.
მასწავლებელი, კი იძახის ადგილზე არ ვიყავიო, მაგრამ კონფლიქტის დაწყებაში, დაზარალებულ ბავშვს ადანაშაულებს და იმანაც, ნუ, შემოარტყაო, პასუხადო – ნუ, რა მოხდა, ალბათ? თუ დადასტურდა, რომ ამ მასწავლებელმა ბავშვი სცემა და დირექტორმა დაფარა, ჩავიდეთ ჩვენც და ვცემოთ ორთავე? და ნორმალური იქნება?
რა ხდება ამის მერე?
ამის მერე სკოლაში ინიშნება სხდომა და სკოლა ასკვნის, რომ, არა, მასწავლებელს არ უცებია ბავშვი.
დირექტორმა ხომ თქვა კამერის წინ, ბავშვი უბრალოდ სკამზე დასვაო, ჩაატარეთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, რას გულისხმობს, რა მოძრაობით დასვა ატირებული, შეშინებული ადამიანი სკამზე მასწავლებელმა, გვაჩვენოს და ხო, შსს, მიხვდები იმედია, რომ ბავშვის მონაწილეობით არ უნდა ჩაატარო ეს ექსპერიმენტი. გვაჩვენოს, აბა, რას გულისხმობდა!
ხოდა, მოკლედ, არ დაიჯერებთ, მეგობრებო, უსასტიკესად დასაჯეს მასწავლებელი, მაგან მოსწავლის პირადი მონაცემი გასცაო და ამ კლასის დამრიგებლობის პოზიციიდან გადავაყენეთო, კლასის დამრიგებელი ვეღარ იქნება, თორემ, ისე აგრძელებს მუშაობას ჩვეულებრივ.
და რესურსცენტრი, განათლების სამინისტრო, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ დირექტორი და სკოლა ამბის გახმაურებამდე 20 დღე ისხდნენ უსიტყვოდ, პრობლემას ვერ ხედავს დირექტორის და მასწავლებლის ინტერვიუებში გაჟღერებულ ფრაზებზე, პრობლემას ვერ ხედავს ვერც იმაში, რომ როცა სკოლის ეზოში, 7 წლის ბავშვი კინაღამ მოკლეს – არც მასწავლებელი იყო ადგილზე, არც მანდატური, არც დირექტორი, არავინ!
კი, ბატონო, კანონი არ ვარგა, გეთახნმებით, კანონის მიხედვით, გამოძრომის შანსი მეტი გქონდათ, თუ ინტერვიუებს არ დაარიგებდით, მაგრამ, ქალბატონმა მასწავლებელმა კამერებთან უკვე თქვა, დაზიანება ვნახეო, მაგრამ 3 სანტიმეტრზე მეტის არ იქნებოდაო – არ ეყო დაზიანების სიდიდე, ცოტა ჰგონია 3 სანტიმეტრიანი დაზიანება, მერე რა, რომ დაზიანება ნამდვილად იყო 3 სანტიმეტრზე მეტი ზომის, ესე იგი, ეს მასწავლებელი თვლის, რომ ბავშვს თუ მიაყენებენ 3 სანტიმეტრიან ჭრილობას, არაფერია, არც ექიმი უნდა, არც ფსიქოლოგი, არც მშობელი, არც შეშინებული უნდა იყოს, არც გაღიზიანებული, ხმის ამოღება არ უნდა გაბედოს – სკოლაში ასწავლის კი არა, სკოლის შენობაში უშვებენ ადამიანს, რომელიც თვლის, რომ თუ ბავშვს მიაყენებენ მინიმუმ 3 სანტიმეტრიან დაზიანებას და არ ვიცი, მისთვის მაქსიმუმი რამდენია, რომ შეწუხდეს, არაფერი უჭირს. რაკი სკოლამ დრო გაწელა, უკვე 27–28 დღე გავიდა და არ სურს მსჯელობა ცემის ფაქტზე – ახლა დასხდნენ და იმსჯელონ მასწავლებლის ამ ფრაზაზე, რომელიც თავად განაცხადა კამერებთან.
არც შსს ჩქარობს.
დაზარალებულად ისევ არ უცვნია, რა ეჩქარებათ? 7 წლისაა, წინ მთელი ცხოვრება აქვს, მთავარია, სკოლაში იყოს ფრთხილად, ხოდა, რაა საჩქარო, როდესმე სცნობენ, ან ვერა.
აგერ, 3 დღის წინ იყო ბასილაშვილის პროცესი, წლების წინ, ცოლმა ფსიქოლოგიური ტრამვა რომ მომაყენა, აგერ მაქვს ფსიქოლოგის დასკვნა, რომ მე ფსიქოლოგიურ ტანჯვას განვიცდიო და პროკურატურა, ხომ საქმეშია ეს ფსიქოლოგის დასკვნა? ხომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მოსამართლემ და დასკვნით სიტყვაშიც კი ახსენა? ნახეთ ვინ აწერს ხელს, თუ არ იცით, სხვა ფსიქოლოგები და ზრდასრულ ბასილაშვილს თუ ფსიქოლოგიური ტანჯვა მიადგა, 7 წლის ბავშვს, რომელიც სიკვდილს გადაურჩა სკოლის ტერიტორიაზე და მას მერე, მთელი განათლების სისტემა მას ებრძვის, დაცვის ნაცვლად – წარმოგიდგენიათ რას დაუწერს? რა დასკვნას დადებს?
თუ ასეთი დასკვნების ჩატარების უფლება მხოლოდ ბრალდებულის ადვოკატებს აქვთ? რატომ არ იყენებს ამ საშუალებას პროკურატურა?
მინიმუმ სამსახურეობრივი გულგრილობა არ არის ის, რომ მასწავლებელი აღიარებს კამერებთან, როგორ ნახა დაზიანება კისერზე, მაგრამ მისი სიდიდე ეცოტავა და ბავშვი აიძულა გაკვეთილზე შესულიყო, ვითომც არაფერი? ეს ხომ ორთავემ აღიარეს, დირექტორმაც და მასწავლებელმაც? ამასაც მტკიცებულება ხომ არ სჭირდება?
პროკურატურა, ხომ ყველამ ვიცით, რომ შსს–ს გამოძიებას შენ ხელმძღვანელობ? დაადგინე მუხლები, აღიარე დაზარალებული დაზარალებულად. ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ მაინც და ნუ გადაყვები რამდენიმე მასწავლებელს!
და განათლების სამინისტრო, ტონა ფულს რომ ხარჯავ რაღაცა სულელურ გამოცდებში, ადამიანები შეუშვი გაკვეთილებზე, ტრენინგები ჩაუტარე – ხომ ხედავ, არც მოსწავლის პირადი მონაცემის დაცვა იციან, არც პირველადი დახმარება, არც სასწრაფოს გამოძახება შეუძლიათ დაზიანებულ მოსწავლეს რომ ხედავენ და 3 სანტიმეტრიანი ჭრილობა ეცოტავებათ.
ქვეშ გამოძვრა ისევ ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის სოციალური სამსახური ისევ ქარის წისქვილებს დასდევს…
წარმოიდგინე, 7 წლის ხარ, ლაღი, სირბილი გინდა, ყველაფრის შეცნობა, მასწავლებლები მისაბაძი ხალხი გგონია, დედა გენატრება ხოლმე გაკვეთილებზე, მაგრამ ითმენ, გშია და ფიქრობ, დილით, ის ყველი და პური უნდა მეჭამა, ნეტავი აქ მქონდეს, მერე ხურდებს ეძებთ ჯიბეში, ალბათ, ბულკი მოგივა… დასვენებაზე კისერზე მავთულს გიჭერენ, იხრჩობი და არ ვიცი, ამ დროს რას ფიქრობ, რადგან 7 წლის ასაკში მსგავსი ტრამვა არ მქონია, ალბათ, ფიქრობ, რომ დედას გინდა ჩაეხუტო, ალბათ, ფიქრობ, რომ სიცოცხლე გინდა, სკოლის დამთავრება, იქნება, ფიქრობ, რომ კოსმონავტი გინდა გამოხვიდე, ან პილოტი, იქნება, ფიქრობ, რომ ახლა თუ გადარჩი, სამყაროს შეცვლი…
გადარჩი, ცდილობ მასწავლებელს გააგებინო რა დაგემართა, ითხოვ დედას და არ იცი, რომ ექიმიც უნდა მოითხოვო, არ იცი, რომ ფსიქოლოგი გჭირდება, იცი, რომ ჯერ ისევ გითრთის პატარა სხეული და სული მართლა ყელში გებჯინება, პირი გიშრება და ცხვირი გისველდება, რატომღაც ტუალეტშიც მაგ დროს გინდება, ხელები გეყინება და თან გიოფლიანდება და გული ლამისაა გასკდეს ისე სწრაფად შეაქვს და გამოაქვს სისხლი და ერთადერთი რამ გინდა – დახმარება, დახმარება, დახმარება და…
გცემენ, რომ დაჯდე და გაკვეთილი არ ჩაშალო, მასწავლებლის, მანდატურის, სკოლის “რეპუტაცია” არ შელახო…
ან, დირექტორის ვერსიას რომ გავყვეთ, გსვამენ სკამზე…
წარმოიდგინეთ და გადააზიარეთ ამჯერადაც, გთხოვთ.
პროკურატურამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიცით, ამ საქმეში როგორ ღიაა დანაშაულის ნიშნები, კამერების წინ აღიარებული, დაარქივებული, ვიცით, რომ შეუძლია მოქმედება და არ მოქმედებს.
განათლების სამინისტრომაც უნდა იცოდეს, რომ არ შერჩება, ისე, როგორც შერჩა ბათუმში და სხვა ქალაქების სკოლებში, არ შერჩება და აღარ შერჩება, სულ რომ ყოველ წელს ატარონ არჩევნები, ასეთი მასწავლებლებისთვის ხელის დაფარების უფლებას აღარ მივცემთ“, – წერს თამო კეშელავა.