კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ავტომობილში მოხდა. მათი თქმით, მოკლული ქალი ძმებს აშველებდა, რის შემდგომ, სავარაუდოდ, ის დაკავებულმა მანქანიდან გადააგდო.
“გადმოაგდეს მანქანიდანო… გოგო მოკვდა, აღარ არის, 2 პატარა შვილი დარჩა. თავი აქვს გახეთქილი ეტყობა რომ გადმოვარდა, ასფალტზე დაარტყა თავი,” – უყვება “კურიერს” ერთ-ერთი ადგილობრივი.
“ძმები ჩხუბობდნენ და გაშველების დროს დაიღუპაო” – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
ცნობისთვის, კახეთში ძმამ და მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი კვალზე დააკავეს.