გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საბაშვო ბაღში გველი შეიპარა – ქვეწარმავალის აღმოჩენამ მშობლებისა და აღსაზრდელების პანიკა გამოიწვია.
მშობლები შვილების საბავშვო ბაღში მიყვანისგან თავს იკავებენ, ზოგიერთი კი აცხადებს, რომ ბავშვს სხვაგან გადაიყვანს.
“მე გადაყვანას ვფიქრობ, არ მინდა ბავშვის მაგ ბაღში მიყვანა, მეშინია. რაც გველი გამოჩნდა ბაღში, მის მერე ბავშვი იქ არ მიმიყვანია. დეზინფექცია ჩატარდა იქ, სხვა არაფერი. ძველი საბავშვო ბაღია, კედლებს უამრავი ხვრელი აქვს” – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.
ქვეწარმავლის გამოჩენის გამო საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 2 დღით შეჩერდა.