ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით მამაკაცებს ახასიათებს:
“აი ხომ მიყვარს მორიელი/ღრიანკალი მამაკაცები, მაგრამ ვერძი რომ გაგისწორებს- გეგონება ცხოვრების ბოლო დღეა, ჩემი ჭკუის არიან და მიყვარს ვერძებიც ძალიან!
აქვე გამოვყოფ მერწყულებს, თუმცა მათ ხასიათზე არ ვარ ბოლო წლებია – უფრო თითქოს უფიქრდებიან საქციელს და გიჟობაზე შეყოვნება აქვთ 5 წამამდე, მაშინ, როცა ვერძი ეგრევე კრეფს, ნუ და რევერანსი თხის რქას- ჩემი მათთან ალიანსი დაუფიქრებელი ცეცხლისფრქვევაა, თუმცა მათ უფრო ვუყვარვარ, ვიდრე მე მიყვარს, რაც ღრიანკალისგან განასხვავებთ- ღრიანკალთან მხოლოდ დომინანტის ხმით უნდა ილაპარაკო, თავიდანვე უნდა იცოდნენ, ვინაა master ..
ვერძი ვერძთან არ იგონებს რაღაცებს, 1000% პირდაპირია და ამით ვართ ყველასგან განსხვავებულები, არანაირი კატა თაგვობანა, გახსნილობა ასწორებს
ამ ყველა ნიშანს უყვარს წარმატება, კარიერა, ფულის კეთებაც ეხერხებათ და ცხოვრებაც.
ქალწულებს ვუყვარვარ, მაგრამ მიწასთან ახლოს არიან და სტაბილურიბა სურთ, სულ… ესაა საუკეთესოთა სია.
მთვარე ღრიანკალშია, ამბობენ. და მე კიდევ ვერძი ვარ და ძალიან მეღიმება, ამ შემოდგომას და თქვენც ბევრ ცეცხლისმფრქვეველ საღამოებს გისურვებთ” – წერს შაფათავა