მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, ამჟამად საქართველოშია. როგორც ლელა ამბობს, სამშობლოში 9 თვის განმავლობაში უკვე მესამედ ჩამოვიდა, რადგან დიდი ხნით, მშობლებისა და ძმების მონატრების გარეშე ვერ ძლებს.
“მართალია, 9 თვის წინ წავედი, მაგრამ უკვე მესამედ ჩამოვედი. ძალიან მიყვარს მეგობრებისთვის სიურპრიზის მოწყობა და ახლაც მოულოდნელად დავადექი თავზე. საქართველოში პირველ რიგში, ოჯახის – მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო. ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევან წულაძე ყოველთვის მაძლევს მის სპექტაკლებში მონაწილეობის საშუალებას”, – ამბობს ლელა მებურიშვილი რადიო ,,ფორტუნასთან” ინტერვიუში.