Sunday, June 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“8 წლის ვიქნებოდი, პირველად რომ იძალადეს… ერთხელ სარდაფში შემიყვანა…“ – არასრულწლოვანზე ძალადობის უმძიმესი ისტორია

October 26, 2022
“8 წლის ვიქნებოდი, პირველად რომ იძალადეს… ერთხელ სარდაფში შემიყვანა…“ – არასრულწლოვანზე ძალადობის უმძიმესი ისტორია

ფემინისტური და ქვიარ არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave სოციალურ ქსელში  ძალადობის ისტორიას ავრცელებს, რომელიც მათ ანონიმური წერილის სახით გაუგზავნეს.

მათ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“დიდი ხანია სხვების ისტორიებს თვალს ვადევნებ და თითქოს, სინდისი მქენჯნის, მე რომ ჩუმად ვარ. ბევრი ფიქრის შემდეგ, ანონიმურად გასაჯაროების გადაწყვეტილება მივიღე.

ისეთ უბანში ვცხოვრობდი, სადაც თავს ყველა უსაფრთხოდ გრძნობდა. ყველა ყველას იცნობდა და ემეგობრებოდა. ამის გამო, ზედმეტი სიფრთხილე არასდროს არავის გამოუჩენია ბავშვების მიმართ და თამამად მიშვებდნენ მეც ეზოში.

პირველად რომ ჩემზე იძალადეს, ალბათ, 8 წლის ვიქნებოდი. ის დაახლოებით – 65-70. ყოველთვის ვგრძნობდი ამ ადამიანისგან ზეწოლას, მუდმივად ცდილობდა, ცალკე გავეტყუებინე, ჩემთვის ეკოცნა და ჩამხუტებოდა. პატარა ვიყავი, ვერც იმას ვხვდებოდი, რომ ეს ცუდი რამ იყო. მეგონა, უფროსები ასე გამოხატავდნენ სიყვარულს, როგორც დედა ან მამა.

ერთხელ სარდაფში შემიყვანა, გამაშიშვლა და თავადაც გაშიშვლდა. მთელ სხეულზე მეფერებოდა. არ გავუუპატიურებივარ. ვფიქრობ, რომ ვერ ბედავდა ამას. ყოველ ჯერზე, ყველა შესაძლო მომენტს იყენებდა, მაგრამ ბოლოს ჩერდებოდა. ყველაზე მეტად ის მტკივა, რომ ბოლომდე არ მახსოვს, რა მოხდა.

რამდენიმე წელი, ბავშვობისას, იმაზე ფიქრი მტანჯავდა, რომ შეიძლებოდა ორსულად ვყოფილიყავი. ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. მუცელში ხელებს ვირტყამდი, საჭმელს არ ვჭამდი, გამუდმებით ვტიროდი და მეშინოდა.

ეს ყველაფერი სისტემატურად გრძელდებოდა. ის კი ერთადერთი ადამიანი არ ყოფილა, ვისაც მაშინ ჩემზე უძალადია. ერთ-ერთი მათგანი საჩუქრებით შემიტყუებდა სახლში, შემდეგ მულტფილმებს ჩამირთავდა, სავარძელზე დამსვამდა და მკოცნიდა.

ყველაფრის გასაანალიზებლად ძალიან ბევრი წელი დამჭირდა. მომენტებში ვგრძნობ იმ სარდაფის მწარე სუნს, კაცის ხელებსა და კბილებს ვხედავ. ფიზიკური კონტაქტი არ შემიძლია. უკვე ზრდასრული ვარ, თუმცა ვერც შეყვარებულის ყოლაზე ვფიქრობ. გამიჭირდება იმ ყველაფრის ახსნა, რატომ ვერ ვიქნები მასთან ფიზიკურად ახლოს ან რატომ შემეშინდება ყოველი უმნიშვნელო დეტალის.

მეშინია, რომ დღემდე ვერ ვივიწყებ ამ ყველაფერს და საერთოდ არაფერი გამქრალა. მესიზმრება, მელანდება და ყოველ ნაბიჯზე ვხედავ ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს. თითქოს, ჯერ კიდევ 8 წლის ვიყო“, – ვკითულობთ პოსტში.

Tags: ძალადობა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის რომელ მონაკვეთზე აიკრძალება გადაადგილება აგვისტოს ბოლომდე? – დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს
  • ათონის მთაზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
  • უბედური შემთხვევა ხონში – ტაძარში ფრესკის ხატვისას მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge