Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას მადლობის წერილს უგზავნის

June 11, 2020
ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობის წერილს უგზავნის. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას, COVID-19 პანდემიასთან ბრძოლისთვის და 4 ივნისს გლობალური ვაქცინის სამიტში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სამიტი საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი იყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით ვირტუალურად გაერთიანდა.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო გლობალური ვაქცინის სამიტზე, 4 ივნისს, თქვენი მონაწილეობისათვის.

სამიტი საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი იყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით ვირტუალურად გაერთიანდა ვაქცინის ალიანსის, Gavi-ს, მხარდასაჭერად. მონაწილეობა 60-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო, ჩვენ კი 8,8 მილიარდი აშშ დოლარი შევკრიბეთ, რაც ჩვენს მიერ მიზნად დასახულ 7,4 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა.

ეს პერიოდი გადამწყვეტია გლობალური ჯანდაცვისთვის. ჩვენ ყველამ დავინახეთ საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და თუ რამდენად დაუცველი ვართ მარტო მოქმედებისას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სამიტზე მიღებული გამოცდილება იმუნიზაციისადმი გლობალური ვალდებულების მაღალი დონის შესანარჩუნებლად. მხოლოდ ერთიანობით მივაღწევთ ჩვენს კოლექტიურ მიზნებს და მოვახდენთ თავიდან აცილებადი სიკვდილიანობისა და პანდემიის მომავალი ტალღების პრევენციას.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ლიდერობისთვის და თქვენს მიერ შეტანილი წვლილისათვის საერთაშორისო საზოგადოებასთან COVID-19 პანდემიისა და თავიდან აცილებადი სიკვდილიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ტვინი საერთოდ არა ჰქონდა და როგორ შეერყა?“ – გიორგი შინჯიკაშვილის მამა ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილზე
  • „ჩვენ თავ­დახ­რი­ლე­ბი და და­ჩო­ქი­ლე­ბი კი არ ვეხ­ვე­წე­ბით ვი­ღა­ცას რა­ღა­ცას, არა­მედ ხმა­მაღ­ლა, თა­მა­მად, შე­სა­ბა­მი­სი ტო­ნით ვე­უბ­ნე­ბით, რომ ჩვენ მარ­თლე­ბი ვართ“ – რას აცხადებს მდინარაძე?
  • „როგორც მინიმუმ, ის დუმილი, რაც აშშ-ს მხრიდან მოდის, არის გაურკვევლობა“ – მამუკა მდინარაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge