მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შურისძიების შესახებ საუბრობს:
“შურისძიება პატარა ადამიანებს ახასიათებთ…
როცა ბედნიერი ხარ და ღვთისგან ბოძებულ ყოველ წამს სიკეთის კეთებისთვის იყენებ, არც გახსოვს, ვინ როდის და რატომ გაწყენინა.
წყენის და გაბრაზების დამახსოვრებით, ისევ ჩვენ ვსუსტდებით, ისევ ჩვენ ვძიმდებით და საბოლოოდ მადლისგანაც ვიძარცვებით…
ზოგი ისე ამაყად და თავმომწონედ ამბობს-,,არასდროს ვაპატიებ”, ,,არასდროს გავახარებ”, ,,სიკეთეს არასდროს ვუსურვებ”-გეგონება გმირობას ჩადიოდეს…
ვერც ხვდება, რომ ამით ირიბად აღიარებს მის სიმცირეს და არაადამიანობას…
მერე დადგება და ხატთან მის სიგრძე სანთელს ააბრიალებს-ღმერთო, შემიწყალეო… ისიც არ იცის, ღმერთიც ზუსტად ისე შეიწყალებს, როგორც მისი მრისხანე გული, უფრო სწორად უგულობა იწყალებს სხვებს… განა რამდენი წელი უნდა ამძიმებდე შენი ცოდვებით დედამიწას…
გაიღიმე, დამშვიდდი, არ იბობოქრო, სამყაროც უფრო დაგინდობს”, – წერს დეკანოზი, პეტრე კვარაცხელია.” – წელს პეტრე კოლხი