Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მარიტას ხსოვნის უკვდავსაყოფად, უნდა შევინარჩუნოთ მისი ამქვეყნიური ღირებულები – შადრევანში დაღუპული 13 წლის გოგონას დედა

October 22, 2022
მარიტას ხსოვნის უკვდავსაყოფად, უნდა შევინარჩუნოთ მისი ამქვეყნიური ღირებულები – შადრევანში დაღუპული 13 წლის გოგონას დედა

ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენი პატარა ანგელოზი, ჩვენი მარიტა, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი…
ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს.
მარიტას მოულოდნელმა გადანაცვლებამ იმქვეყნიურ სამყაროში, უმძიმესი ტკივილი მოგვაყენა.
ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად.
მარიტა სიკეთისთვის, სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის იყო მოვლენილი ამქვეყნად. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, უნდა შევინარჩუნოთ მისი ამქვეყნიური ღირებულებები.
მადლობა ყველას, ვინც მარიტასთან გამოსამშვიდობებლად მოვიდა, ან ვერ მოვიდა და გაიზიარა მწუხარება მისი უდროოდ გარდაცვალების გამო. მადლობა მარიტას კლასელებს, მეგობრებს, თანაგუნდელებს, ნათესავებს, ახლობლებს, უცხო ადამიანებს, მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი.
ძალიან დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა.დიდი მადლობა ექიმებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს ჩვენი შვილების გადასარჩენად.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის სიტყვებმა ამ უმძიმეს წუთებში გვანუგეშა.
მადლობა საპატრიარქოს, მეუფე გერასიმეს და ყველა სასულიერო პირს, რომლებიც ჩვენი მარიტასთვის ლოცვას აღავლენენ.
უდიდესი მადლობა ჩვენს მოძღვრებს, მამა შალვა კეკელიას და მამა საბა ჭიკაიძეს ამ საოცარი სიყვარულისთვის, ასეთი თანაგრძნობისთვის, იმ გადამდები სიმშვიდისთვის, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენთვის. მარიტასთან დამშვიდობებისას, მათ მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ, გაგვაძლიერა თითოეული ჩვენგანი.
მადლობა ყველას, ვინც ლოცულობს ჩვენი შვილისთვის.
ჩვენი მხიარული მარიტა, რომელსაც უყვარდა მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი,მეგობრები, ჩოგბურთი
სწორედ კორტები იყო გზის დასაწყისი მისი ნათელი მომავლისკენ,
კორტები გახდა გზის დასაწყისი მარადიული სასუფევლისკენ.
ჩვენი პატარა ანგელოზი, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი..” – წერს მარიტას დედა ანა შოშიაშვილი ფეისბუქზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • „რაღაც სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე, რომ მეტკინა, ლოყა ამიწითლდა და [ქალი] 6 წლით ციხეში უნდა ჩავსვაო – ეს არის მორალური კატასტროფა“ – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე
  • „ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს“ – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge