Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ანზორა”, “ოცნება” და 5 მილიონი – ვახო სანაია

October 20, 2022
“ბავშვი დაიღუპა, მაგრამ ყველა მართალია!” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

,,ანზორა”

ეს კაცი გეცოდინებათ. ანზორ ბოლქვაძე – მაღალმთიანი აჭარიდან ადრე ნაცების მაჟორიტარი იყო, ახლა ქოცების მაჟორიტარია.

ამ ანზორას ბიძაშვილის – ავთანდილის შვილმა – დავითმა ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, 2013 წლის გაზაფხულზე დააფუძნა კომპანია ,,როდა”.

ჰოი, საოცრებავ. დაფუძნებიდან ორ კვირაში ანზორას ბიძაშვილის შვილის ამ კომპანიამ თავისი პირველი ტენდერი მოიგო. 117 ათასი ლარი. ეს ფული კომპანიამ მიიღო აჭარის მთავრობის ერი-ერთი საქვეყწყებო დაწესებულებიდან – დეპარტამენტიდან. გადის ცოტა ხანი და ანზორას ამ ნათესავმა მეორე ტენდერიც მოიგო. ისევ იმავე დეპარტამენტისგან. მერე წავიდა და მიეწყო – სულ 7 ტენდერი მოიგო, შვიდივე იმავე დეპარტამენტისგან. თანხა გადასცდა ნახევარ მილიონს.

ვააა, რა უნდა იფიქრო კაცმა – ალბათ სასწაული კომპანია დააფუძნა ანზორას ბიძაშვილის შვილმა. აბა, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს ?!

მოდი მაინც ნუ ვიჩქარებთ შექებას. მანამდე ერთი შევიხედოთ, რა ხდება ამ დეპარტამენტში.

უი, დეპარტამენტის ლოჯისტიკა-ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამსახურის უფროსი გვარად ბოლქვაძე ყოფილა – ამ ჩვენი მაგარი კომპანიის მფლობელის მოგვარე. კაი ახლა. იმდენი ბოლქვაძეა, დამთხვევა იქნება.

ვნახოთ აბა, ვინაა მაინც ეს დეპარტამენტის ჩინოვნიკი ბოლქვაძე. მოიცა, მოიცა. ცოტა დაიძაბა სიტუაცია – ჩვენი ანზორას ბიჭი ყოფილა – როლანდი ! მდაა…ვერაა კაი ამბავი, მაგრამ რას ვიზამთ – კი იგებს ამ ანზორას ბიძაშვილის შვილი ამ ტენდერებს, რომელსაც დეპარტამენტი აცხადებს, მაგრამ როგორ მოვიქცეთ ახლა : რადგან ეს ტენდერებს იგებს, ანზორას ბიჭი – ეს პატიოსანი ჩინოვნიკი ამიტომ უნდა დაისაჯოს ?!

ანზორას ბიძაშვილის შვილი და ანზორას ბიჭი. ერთი ტენდერებს იგებს, მეორე ამ ტენდერების გამომცხადებელ დეპარტამენტში სამსახურის უფროსია. თავად ანზორა, ყოფილი ნაცი, ახლა კი ქოცი მუდმივი მაჟორიტარია მუნიციპალიტეტში.

რაღაც ვერაა სასიამოვნო სიტუაცია, მაგრამ იქნებ ასე მძიმედაც არაა საქმე. ამ პატიოსან ხალხს რამე ჩრდილი არ მივაყენოთ. ამიტომ ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედოთ საკითხში.

უი…მოიცა, მოიცა…აი, ახლა კი მგონი ის ხავსიც გამოგვეცალა, რომელსაც ვეჭიდებოდით.

ანზორას ბიჭი – როლანდი მთლად იმ სატენდერო კომისიის წევრი ყოფილა, რომელიც ანზორას ბიძაშვილის შვილს – დავითს ტენდერებს ჩუქნიდა.

2013 წლიდან დღემდე ანზორას ბიძაშვილის შვილის კომპანიას ჯამში მოგებული აქვს თითქმის ხუთი მილიონი.

ნეტა ეს სახელი ,,როდა” რას ნიშნავს ? იმედია, ტენდერა ბიჭების სახელები არ არის შეერთებული : ,,რო” – როლანდი და ,,და” – დავითი. მთლად ნუ წამიხდენთ წარმოდგენას.

დღეს ანზორას ბიჭი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა და ისევ შედის დეპარტამენტის სატენდერო კომისიაში.

* სტატუსი დაფუძნებულია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევაზე.” – წერს სანაია

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას
  • რატომ არ არის მიწვეული საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე? – გერმანიის ელჩის განმარტება
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge