უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დროს თავისი გამოსვლების კრებულს გამოაქვეყნებს – ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
გამომცემელმა Penguin Random House-მა განაცხადა, რომ “გზავნილი უკრაინიდან“ მოიცავს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ პირადად შერჩეულ 16 გამოსვლას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი გამოსვლების კრებული დაეხმარება მკითხველს “გაიგონ უკრაინელები – ჩვენი მისწრაფებები, ჩვენი პრინციპები და ჩვენი ღირებულებები“.
წიგნი ასევე შეიცავს ახალ შესავალს, რომელშიც ზელენსკი მსჯელობს იმაზე, რაც მან გაიგო საკუთარ თავსა და უკრაინაზე რუსეთთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
წიგნის გაყიდვიდან მთლიანი შემოსავალი გადაეცემა United24-ის ფონდს.
„თუ გსურთ გაიგოთ, საიდან ვართ, რა გვინდა და სად მივდივართ, ეს წიგნი სწორედ ამაში დაგეხმარებათ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.