გულის ამრევია თქვენი საქციელი, კუბოსთან მოცეკვავო სვავებო! – ანრი ბიბინეიშვილი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“ყველაფრის პოლიტიკურად შეფასება რა უბედურებაა? რა დაგვემართა? რამ დაალპო ადამიანთა სული ისე, რომ ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ყველაფერს იკადრებენ? რა გჭირთ? რამ შეგშალათ? მშობლები შეიცოდეთ და შეიბრალეთ!!! 😡😡😡
ყველა დამნაშავე დაისჯება აუცილებლად და დაოკდით!!!
გულის ამრევია თქვენი საქციელი, კუბოსთან მოცეკვავო სვავებო!!! შვილები არ გყავთ? რა დღეში ხართ? რამ გადაგრიათ? რამ, თქვე უჯიშოებო!!!” , – წერს ბიბინეიშვილი.

ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დღეს დენმა დაარტყა. 13 წლის გოგონა კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 2 დაშავებული კი იაშვილისა და ნიუ ჰოსპიტალის კლინიკებში არიან გადაყვანილი.

სხვა ამბები

Next Post